|
  • EUR 1 = GEL 3.9447
  • USD 1 = GEL 3.3193
|

პოლიტიკური ნიშნით ძალადობის - 9 , ზეწოლა/მუქარის - 37 და მედიაზე ზეწოლის 2 ფაქტი - ISFED

 სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის 9 ფაქტი;  სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის 37 ფაქტი; მედიაზე ზეწოლის 2 ფაქტი;  დამკვირვებლის საქმიანობისთვის ხელის შეშლის 1 ფაქტი ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 10 ფაქტი; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 3 ფაქტი;  ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების 18 ფაქტი;  არაუფლებამისილი პირების საარჩევნო კაპმანიაში მონაწილეობის 16 ფაქტი; კამპანიაში რელიგიური ორგანიზაციების მონაწილეობის 3 ფაქტი;მასშტაბური საქველმოქმედო პროექტების 2 ფაქტი; სააგიტაციო მასალების დაზიანების შემთხვევები მთელს საქართველოში.  - ასეთია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების"  (ISFED)  მიერ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეხუთე შუალედური ანგარიშის შედეგები.  

ორგანიზაციის შეფასებით, საარჩევნო გარემოს მთავარ გამოწვევად ამომრჩევლებზე, აქტივისტებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე განხორციელებული ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის ფაქტები რჩება.

ორგანიზაცია ტურადღებას ამახვილებს,  21 ოქტომბერსტვ პირველისმფლობელის მიერ განხორციელებულ მუქარის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე,   რომლის მიხედვითაც მის მამას უცნობი პირები საქმიანობის შეწყვეტას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოკვლით დაემუქრნენ.

საყურადღებოა, ასევე „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისმიერ გავრცელებული ინფორმაცია, ამჟამად ტელეკომპანიაიმედისდირექტორი, ნიკა ლალიაშვილი აძლევდა მითითებებს ტელეკომპანიამაესტროსჟურნალისტებს, როგორ გაეშუქებინათ საკითხი ისე, რომ მმართველი გუნდის ინტერესი არ დაზარალებულიყო

ორგანიზაციის ინფორმაციით,  რეგიონებში, ოპოზიციის ადგილობრივი ორგანიზაციების თანამშრომლებმა და აქტივისტებმა უარი თქვეს პარტიებთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე, რადგან არ სურთ პრობლემები შეექმნათ ადგილობრივ ან/და ცენტრალურ ხელისუფლებასთან.

 

რეგიონებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სააგიტაციო შეხვედრებს ხშირადქართული ოცნებისაქტივისტები, ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები ესწრებიან და შეხვედრებზე მყოფ მოქალაქეებს აღრიცხავენ, რაც უარყოფითად მოქმედებს ადგილობრივების პოლიტიკურ აქტიურობაზე და ზეწოლის ნიშნებს შეიცავს.

 

გამოვლინდა საარჩევნო კამპანიაში საარჩევნო კომისიის წევრების, სასულიერო პირებისა და საჯარო მოხელეების ჩართულობის შემთხვევებიც, რაც კანონით აკრძალულია. ჩართულობა გამოიხატებოდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ, როგორც წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებაში, ისე სოციალურ ქსელშიქართული ოცნებისსარეკლამო ვიდეოების გავრცელებაში.

 

მერიის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, ხშირად არ არიან პოლიტიკურად ნეიტრალური სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას და  მმართველი პარტიის აგიტატორისა და წარმომადგენლის ფუნქციას ითავსებენ.

 

ცალკეულ შემთხვევებში, ადგილობრივ დონეზე მოქალაქეების პოლიტიკური არჩევანის კონტროლის ფუნქცია კერძო საწარმოებს აქვთ შეთავსებული. ISFED-ის ინფორმაციით, ჭიათურაში, შპსჯორჯიან მანგანეზისთანამშრომლების პოლიტიკურ აქტივობებს მაღაროს უფროსი აკონტროლებს.

 

განსაკუთრებით შემაშფოთებელია სკოლის პერსონალის, დირექტორებისა და მასწავლებლების პოლიტიკურ კამპანიაში ჩართვისა და ზეწოლის ბერკეტად სამსახურის შენარჩუნების გამოყენება. მიმდინარე პერიოდში, სკოლების დირექტორების ნაწილს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გაუვიდა უფლებამოსილების 6-წლიანი ვადა. მათი ნაწილი მოვალეობის შემსრულებლებად დატოვეს, თუმცა გაუგებარია, რა კრიტერიუმით მოხდა მათი გამორჩევა.

 

ეთნიკურად სომხებით დასახლებულ რეგიონში, წინასაარჩევნო გარემო დაიძაბა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ, რომელმაც მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიად მოიხსენია. ნინოწმინდისა და ახალქალაქის მოსახლეობის თქმით, ხელისუფლების მხარდამჭერები გამოვიდნენერთიანი ნაციონალური მოძრაობისსაწინაღმდეგო ლოზუნგით, რომმოღალატეები არიან". „ნაციონალური მოძრაობისცნობით, მათი საარჩევნო კომისიის წევრები და მხარდამჭერები ზეწოლის ქვეშ არიან

 

29 სექტემბერს, დედოფლისწყაროში, სამართლიანი არჩევნებისდამკვირვებელს ოპოზიციური პარტიის შეხვედრის მონიტორინგისას, უცნობმა პირებმა საქმიანობაში ხელი შეუშალეს და თავისუფლად გადაადგილება შეუზღუდეს. გამოძიება მუქარის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 151- მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

 

ანგარიშში მოხვდა, 29 სექტემბერს, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან  მომხდარი ფაქტი, რა დროსაც  დაშავდნენ პოლიტიკური ძალების აქტივისტები, საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომელი, „მთავარი არხისადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ორი ჟურნალისტი და ორი ოპერატორი. დაზიანდა ტელეკომპანიების აპარატურაც.

სამართლიანმა არჩევნებმადაგმო ჟურნალისტებზე განხორციელებულ ფიზიკური ძალადობა და მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს, უმოკლეს ვადებში გამოიძიონ მარნეულში მომხდარი ინციდენტი.

ანგარიში მოიცავს 29 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს.

 

ავტორი: ნიუპრესი

თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები საქართველოში?

დემოკრატიულად - 23.08%
მცირე დარღვევებით - 10.26%
გაყალბებით - 66.67%
სულ - 39 ხმა