|
  • EUR 1 = GEL 3.8158
  • USD 1 = GEL 3.2285
|

ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე მოსახლოებას საარჩევნო პროგრამას კარდაკარის პრინციპით აცნობს

 ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე მოსახლეობას საარჩევნო პროგრამას კარდაკარის პრინციპით აცნობს. კანდიდატი ამჯერად ქალაქ-მუზეუმისა და უქიმერიონის ტერიტორიული ერთეულების მოსახლეობასთან იმყოფებოდა.
,,ქალაქ -მუზეუმისა და უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულებში , რუსთაველის, ტაბიძის, დუმბაძის ჯავახიშვილისა და ცხინვალის ქუჩებზე, „კარდაკარის პრინციპით“ მოსახლეობას ის ბუკლეტები დავურიგე, რომელშიც ჩემი მომავალი საპარლამენტო საქმიანობის მთავარ პრინციპზე და მიმართულებებზე ვსაუბრობ. ეს პროცესი მოსახლეობასთან უშუალო ურთიერთობებისთვისაც კარგი შესაძლებლობაა. ეს ქუჩები ქალაქის ცენტრალურ უბანშია. ბოლო 2-3 წლის მანძილზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა, თუმცა, ჩვენი მოქალაქეები კიდევ უფრო მეტს ითხოვენ. ეს კი სამოქალაქო საზოგადოების თანდათანობით ჩამოყალიბებაზე მიუთითებს. სწორედ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე გადის ქვეყნის განვითარების კურსიც, რომელსაც მიზანმიმართულად წარმართავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ეს შეხვედრები მოსახლეობასთან გამოირჩევა გულწრფელობით და პირდაპირობით. ადამიანები ყოველთვის აფასებენ ამ გულწრფელ დამოკიდებულებას და მათთან საუბრისას ამას სულ ვგრძნობ,"-განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
 

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 38.05%
უარყოფითად - 52.21%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.73%
სულ - 113 ხმა