|
  • EUR 1 = GEL 3.8158
  • USD 1 = GEL 3.2285
|

ქუთაისის 15-ე საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის 15-ე საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. 50 წლის ქალს ვირუსი დედისგან გადაედო, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, ე.წ. ოქროს ბირჟაზე მუშაობდა.

როგორც სკოლის დირექტორი ელისო ჯიბლაძე განმარტავს, პედაგოგს სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან შეხება არ ქონია.

"პედაგოგს, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა,  სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან შეხება არ ქონია. ის ბოლო კვირების განმავლობაში სკოლაში არ დადიოდა და თვითიზოლაციაში იყო. პარალელურად, შემოწმდა რამდენიმე მასწავლებელი, ყველა პასუხი უარყოფითია. რაც შეეხება სწავლის პროცესს სწავლის გადადება არ იგეგმება და 1 ოქტომბერს დაიწყება", - განაცხადა  ელისო ჯიბლაძემ. 

მისი თქმით,  სკოლაში ყველა რეკომენდაცია დაცულია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 38.05%
უარყოფითად - 52.21%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.73%
სულ - 113 ხმა