|
  • EUR 1 = GEL 3.8415
  • USD 1 = GEL 3.2878
|

ქუთაისის #24 საჯარო სკოლის დირექტორს და თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ქუთაისის #24 საჯარო სკოლის დირექტორს, ბუღალტერს და საქმეთა მმართველს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფიცირების წყარო ე.წ. #32-ე სკოლის კლასტერია.

როგორც 24-ე სკოლის დირექტორი ელიზბარ ბარბაქაძე განმარტავს, მის თანამშრომელს კონტაქტი ჰქონდა 32-ე სკოლის ბუღალტერთან და ინფიცირებაც აქედან მოხდა.

პაციენტები საჩხერისა და და ქუთაისის სამედიცინო ცენტრებში არიან გადაყვანილები. სკოლის 45 თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 40%
უარყოფითად - 50.48%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.52%
სულ - 105 ხმა