|
  • EUR 1 = GEL 3.4795
  • USD 1 = GEL 3.1916
|

ქუთაისის ცენტრალური აგრარული ბაზარი დაიკეტა

ქუთაისის ცენტრალურ აგრარულ ბაზარში მისულმა მოვაჭრეებმა დღეს მუშაობის გაგრძელება ვეღარ შეძლეს.  როგორ მოვაჭრეები აცხადებენ, მათ მიიღეს დავალება, რომ ბაზარი დაუყოვნებლივ დაცალონ.

როგორც ისინი აცხადებენ, მათ კონკრეტული თარიღის შესახებ გაფრთხილება მიღებული არ ქონდათ, რის გამოც სოლიდურ ზარალს მიიღებენ. ამასთანავე, ყოველდღიური შემოსავლის დაკარგვა მათთვის პრობლემას წარმოადგენს. 

 "რა უნდა ვქნა, პენსიონერი არა ვარ, საჯარო მოხელე არ ვარ, 4 წლის ბავშვი სახლში მყავს, მამამისი მშენებლობაზე მუშაობდა და გააჩერეს, დედა უმუშევარია, არ ვიცი, რა უნდა ვქნათ..  მართალია, ყველამ უნდა ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე, მაგრამ არ ვიცით, როგორ შევძლებთ თავის გატანას, არც ის ვიცით, როდემდე გაგრძელდება ეს მდგომარეობა" - განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

მათ უკვე დახურეს თავიანთი დახლები და არსებული პროდუქცია გაიტანეს.  

პრობლემა შეექმნათ მოქალაქეებსაც, მათი თქმით, ბაზარში პროდუქტის საყიდლად მივიდნენ, თუმცა დაკეტილი დახვდათ.

იმერეთის რწმუნებულის ინფორმაციით, მხარის მასშტაბით მოქმედი ყველა აგრარული ბაზარი დროებით დაიკეტა.  შეზღუდვა შეეხო ღია სექციებს, სადაც პროდუქტის გაყიდვა დახლებზე ხდებოდა,  ბაზრის ტერიტორიაზე არსებული მაღაზიები კი მუშაობას გააგრძელებენ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა აღდგეს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა?

დროა - 79.25%
ჯერ ადრეა - 15.09%
მთავრობამ უკეთ იცის - 5.66%
სულ - 53 ხმა