|
  • EUR 1 = GEL 3.6402
  • USD 1 = GEL 3.0737
|

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. შუა ხნის მამაკაცს ლაბორატორიის პრე ტესტზე ორჯერ უარყოფითი პასუხი მოუვიდა, რაც ნიშნავს იმას რომ მან ვირუსი დაამარცხა. როგორც "ნიუპრესს" კლინიკის მთავარმა ექიმმა თემურ ნადირაძემ განუცხადა, კლინიკაში ამ დროისთვის ერთი პაციენტი რჩება.

"კლინიკაში ამ დროისთვის რჩება 1 პაციენტი, 61 წლის ქალბატონი რომელსაც აღენიშნება პლევმონია. მას უტარდება შესაბამისი მკურნალობა და იმედი გვაქვს ისიც მალე გამოჯანმრთელდება",-განაცხადა ნადირაძემ.

ცნობისთვის, კლინიკამ ჯამში 52 პაციენტ გამოაჯანმრთელა.

ავტორი: ანა ლიპარიშვილი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 45.45%
უარყოფითად - 46.97%
მიჭირს პასუხის გაცემა - 7.58%
სულ - 66 ხმა