|
  • EUR 1 = GEL 3.8415
  • USD 1 = GEL 3.2878
|

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 4 პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ კლინიკას ოთხი კოვიდინფიცირებული დაემატა. მათგან ორი ქუთაისის, ორი კი აჭარის კლასტერიდანაა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში 34 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.

"დაგვემატა ოთხი ინფიცირებული პაციენტი, მათგან ორი ქუთაისის 32-ე სკოლის კლასტერია, ორი კი აჭარის კონტაქტი. ამ დროისთვის გვყავს 34 პაციენტი, მათ შორის 7 პნევმონიით",- განაცადა მაღლაფერიძემ.

ავტორი: ანა ლიპარიშვილი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 40%
უარყოფითად - 50.48%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.52%
სულ - 105 ხმა