|
  • EUR 1 = GEL 4.0228
  • USD 1 = GEL 3.3044
|

ქუთაისის ინფექციურში კორონავირუსით 43 წლის ქალი დაიღუპა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით 43 წლის ქალი გარდაიცვალა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, პაციენტმა კლინიკას დაგვიანებით მიმართა.

მას თანმხლები დაავადება, ჭარბი წონა ქონდა.

"43 წლის პაციენტმა კლინიკას დაგვიანებული მიმართა, მას ჭარბი წონა ქონდა, რის გამოც მდგომარეობა გართულდა და გუშინ, გვიამ ღამით გარდაიცვალა",- აღნიშნა მაღლაფერიძემ.

ქუთაისის ინფექციური კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსის დიაგნოზით 73 პაციენტი მკურნალონს, მათგან მძიმეა 5.

ავტორი: ანა ლიპარიშვილი