|
  • EUR 1 = GEL 3.4795
  • USD 1 = GEL 3.1916
|

ქუთაისის კლინიკაში მოთავსებული 67 წლის მამაკაცის ინფიცირების წყარო უცნობია

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ცხელების ცენტრიდან გუშინ პაციენტი შეიყვანეს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

67 წლის მამაკაცს გართულებული პნევმონია აქვს. ექიმ თემურ ნადირაძის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

მისივე ინფორმაციით, მას არ აქვს მოგზაურობის ისტორია. ამ ეტაპზე მისი დაინფიცირების წყარო უცნობია.

კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსით უკვე ხუთი პაციენტი მკურნალობს. რაც შეეხება სხვა პაციენტებს, კლინიკაში სამი ბიოლოგიური მასალის ნიმუშის პასუხს ელოდებოდნენ და ყველა უარყოფითია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა აღდგეს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა?

დროა - 79.25%
ჯერ ადრეა - 15.09%
მთავრობამ უკეთ იცის - 5.66%
სულ - 53 ხმა