|
  • EUR 1 = GEL 3.5366
  • USD 1 = GEL 3.1761
|

ქუთაისის მერიამ 84 ათასი ლარის ყვავილის ნერგი თურქეთში შეიძინა

ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურმა ყვავილების და დეკორატიული მცენარეების დარგვა მთელი ქალაქის მასშტაბით დაიწყო.

საგაზაფხულო სამუშაოები კორონავირუსის პანდემიის გამო მოგვიანებით დაიწყო. სამსახურმა სულ 84 ათასი ლარის ყვავილის ნერგი  თურქეთში შეიძინა.

ყვავილები უკვე დაირგო ქალაქის ცენტრალურ ბულვარში, ასევე გამარჯვების, საფიჩხიისა და ვაკისუბნის ადმინისტრაციულ ორგანოებში, იქ, სადაც უსაფრთხოების კუნძულებია მოწყობილი.

საერთო ჯამში, ქუთაისში სულ 120 ათასი ძირი ყვავილი დაირგვება.

სამუშაოებს შპს "ქალაქსერვისი" ასრულებს. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა აღდგეს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა?

დროა - 75.76%
ჯერ ადრეა - 16.67%
მთავრობამ უკეთ იცის - 7.58%
სულ - 66 ხმა