|
  • EUR 1 = GEL 3.6402
  • USD 1 = GEL 3.0737
|

ქუთაისის მერიაში საპატიო და ღვაწლმოსილი ქუთაისელები დააჯილდოეს

ქუთაისის მერიაში საპატიო და ღვაწლმოსილი ქუთაისელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლმა დავით ერემეიშვილმა სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა ღირსეულ თანაქალაქელებს.

პატივგების კომისიის გადაწყვეტილებით “საპატიო ქუთაისელის“ წოდება მიენიჭათ: მედეა კვარაცხელიას - კლინიკა „ლჯ“-ის ჰემატოლოგიის განყოფილების გამგეს, პროფესორს. გურამ ჯავახაძეს - ღვაწლმოსილ ტრანსპორტელს და საზოგადო მოღვაწეს. მერაბ გრიგოლაშვილს - ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის #41 ფიზიკა–მათემატიკის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის სასწავლო ნაწილის გამგეს.

„ღვაწლმოსილი ქუთაისელის“ წოდება კი 10 ქუთაისელს მიენიჭა.

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 45.45%
უარყოფითად - 46.97%
მიჭირს პასუხის გაცემა - 7.58%
სულ - 66 ხმა