|
  • EUR 1 = GEL 4.0322
  • USD 1 = GEL 3.3255
|

ქუთაისის მერიასთან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით აქცია გაიმართა

არასამთავრობო ორგანიზაციამ "დაიცავი არჩევანის" წევრებმა ქუთაისის მერიასთან აქცია გამართეს. ისინი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.
 
მათი თქმით, მიუღებელია, როდესაც ქვეყანას საერთაშორისო პარტნიორების მიერ აღიარებული პოლიტპატიმრები ყავს, ასევე მიუღებლად მიაჩნიათ არჩევნების შედეგები.
აღნიშნული მოთხოვნებით, მათ აქცია რამდენიმე ქალაქში გამართეს. ზუგდიდისა და ლანჩხუთის შემდეგ ქუთაისში შეიკრიბნენ.
არასამთავრობო ორგანიზაციას "ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთა შეუერთდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი