|
  • EUR 1 = GEL 3.8415
  • USD 1 = GEL 3.2878
|

ქუთაისის მერიიაში ორი მილიონი ლარი გაიფლანგა და ამ დრომდე დამნაშავე არაა გამოვლენილი - ოთარ კახიძე

ქუთაისის მერიიაში ორი მილიონი ლარი გაიფლანგა და ამ დრომდე დამნაშავე არაა გამოვლენილი. აცხადებს ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ევროპული საქართველოდან".   ოთარ კახიძე ქუთაისის მერიაში არსებულ კორუფციაზე საუბრობს და პროკურატურას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

ოთარ კახიძის თქმით, აუდიტის სამსახურის დასკვნაში არაერთ შემაშფოთებელ ფაქტებზეა საუბარი. ერთ-ერთი ფაქტი კი 2017 წელს სოციალური საცხოვრისის მშენებლობაა, რა დროსაც მერიამ 2,5 მილიონიანი ტენდერი მოარგო კონკრეტილ პირს და შემდეგ კონკურსის გარეშე 1,8 მილიონი ლარი დაუმატა.

ოთარ კახიძის თქმით, რეალურად, ორი მილიონი ლარი ფაიფლანგა და ამ დრომდე დამნაშავე არაა გამოვლენილი. მაჟოროტარი დეპუტატობის კანდიდატის განმარტებით, საქმე პროკურატურაშია გადაგზავნილი და გენერალური პროკურატურა ამ დრომე რეაგირებს. ოთარ კახიძემ და ქუთაისი მერობის კანდიდატმა დღეს გამართულ ბრუფინგზე პროკურატურას საქმის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდეს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 40%
უარყოფითად - 50.48%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.52%
სულ - 105 ხმა