|
  • EUR 1 = GEL 4.0709
  • USD 1 = GEL 3.4235
|

ქუთაისის მერიის სოციალურ სამსახურს სოციალური მუშაკის შტატი დაემატება

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურს სოციალური მუშაკის შტატი დაემატება. გადაწყვეტილება აღნიშნულის შესახებ საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. 

როგორც საკრებულოში განმარტავენ, სოციალური მუშაკი  სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების იდენტიფიცირებას, მათი საჭიროებების განსაზღვრასა და შეფასებას მოახდენს, რის შემდეგაც ინფორმაციას შესაბამის დაწესებულებას და მიაწვდის. 

"სოციალურ მუშაობას კოორდინაციას და ადმინისტრირებას უწევს მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეული. ხსენებული მუშაობის განხორციელებისათვის საკრებულომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურს დაემატოს სოციალური მუშაკის შტატი', ნათქვამია საკრებულოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ავტორი: ნიუპრესი