|
  • EUR 1 = GEL 3.642
  • USD 1 = GEL 3.0721
|

ქუთაისის ,,ტორპედომ" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა

სამთვიანი პაუზის შემდეგ  კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონატი ფეხბურთში განახლდა. ქუთაისის ,,ტორპედომ" რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ  სტადიონზე საჩხერის ,,ჩიხურას" უმასპინძლა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა, ტორპედო 2-ით ნოლს აგებდა, თუმცა საბოლოოდ თამაში  ფრედ 2:2 დამთავრდა.

ქუთაისელ ფეხბურთელებს  მოგებაც შეეძლოთ, 48-ე წუთზე ვაჟა ტაბატაძის მიერ დარტყმული თერთმეტმეტრიანი ხარიხას მოხვდა. ქუთაისელთა მხრიდან დუბლი გიორგი ფანცულაიამ გაიფორმა.

მომდევნო შეხვედრა თბილისში 5 ივლისს გაიმართება "ტორპედო" თბილისის "მერანს" დაუპირისპირდება.

ავტორი: ნიუპრესი