|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელები ვარჯიშის გაგრძელებაზე უარს აცხადებენ

კლუბში და საწვრთნელ ბაზაზე შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო "ტორპედოს" ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს- ამის შესახებ ინფორმაციას "ტორპედოს" ოფიციალური ფეისბუკგვერდი ავრცელებს. 

 "ტორპედოში" ფინანსური კრიზისი რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა.  კლუბში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შემდეგ ფეხბურთელებს მხოლოდ ერთი თვის ხელფასები დაერიცხათ. 

 შეუსრულებელი ვალდებულებების გამო კლუბის მფლობელის ზაალ ჩაჩავას წინააღმდეგ ქუთაისის მერიამ სასამართლოს მიმართა, თუმცა პროცესი ჯერ არ დანიშნულა. კლუბის მფლობელ კომპანიას დავალიანებები როგორც ფეხბურთელების, მერიის, ბანკის და ორგანიზაციების მიმართ აქვს, რაც 3 მილიონ ლარს აღწევს.  საბანკო ვალდებულებების გამო კლუბის ანგარიშზე მოხვედრილი თანხა ვალის დასაფარად ირიცხება. 

 ფეხბურთელები არსებულ პრობლემებზე საჯარო საუბარს წინა თვეში გეგმავდნენ, თუმცა მაშინ მიღებული დაპირებების გამო ჩანიშნული  პრესკონკერენციის გამართვა გადაიფიქრეს. 

ავტორი: ნიუპრესი