|
  • EUR 1 = GEL 4.0228
  • USD 1 = GEL 3.3044
|

"ქუთაისისთვის უცხოა ანტისემიტიზმი"- სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს

ქუთაისში ბოლო დროს სასულიერო პირების მიერ გაკეთებულ ანტისემიტურ განცხადებებს აპროტესტებენ.

სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს და ხელისუფლებას და საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდეს.

"ქუთაისისთვის უცხოა ანტისემიტიზმი და ეს ქალაქი არის მაგალითი, როგორი უნდა იყოს მეგობრობა. ამიტომ მიუღებელია, მსგავსი განცხადება, მით უფრო მეუფის მხრიდან. ანტისემიტური განცხადებები და დაპირისპირება მეზობელ სახელმწიფოსთან, მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

 შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაცია TDI-მ მეუფე იოანე ანტისემიტურ ქადაგებასი დაადანაშაულა. მას გამოესარჩლა დეკანოზი ილია კარკაძე, რომელმაც თავის ქადაგებაში აღნიშნა, რომ მეუფე მხოლოდ ფაქტებს იშველიებდა. სასულიერო პირების განცხადებას საქართველოში იოსრაელის ელჩიც გამოეხმაურა და ხელისუფლებას რეაგირება მოითხოვა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი