|
  • EUR 1 = GEL 3.8415
  • USD 1 = GEL 3.2878
|

ქუთაისში ბინის გაქურდვაში ეჭვმიტანილები ახალგაზრდა ქალები არიან

ქუთაისში, გრიგოლ აბაშიძის ქუჩაზე ბინა გაქურდეს. საქმეში ახალგაზრდა ქალები ფიგურირებენ. ადგილობრივების თქმით, ბინა და სავარაუდოდ, მდგმურებმა გაქურდეს.

"ბინა სამი კვირის გაქირავებული იყო, ახალგაზრდა ქალები იყვნენ,  ბინის პატრონს და მეზობლებს როგორც რძალ-მული,  ისე გაცნენ, თუმცა ნათესავები არ ყოფილან.  წაღებულია ავეჯი და ტექნიკა სრულად", - თქვეს ადგილობრივებმა.

მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი ქალი პოლიციამ წაიყვანა, თუმცა დაკავებულია თუ არა,  არ იციან.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით,  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფირმაციით გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 40%
უარყოფითად - 50.48%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.52%
სულ - 105 ხმა