|
  • EUR 1 = GEL 3.964
  • USD 1 = GEL 3.3202
|

ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე არსებულ მოედანს კონსტიტუციის სახელი მიენიჭება

საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე არსებულ მოედანს კონსტიტუციის სახელი მიენიჭება. ამის შესახებ ინფორმაციას და მოედნის მაკეტს ქუთაისის საკრებულო ავრცელებს.  

საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შენგელას განცხადებით, ამ ინიციატივას ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის სრული მხარდაჭერა აქვს.

"მოხარული ვარ, რომ ქუთაისში გვექნება კონსტიტუციის მოედანი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის მხრიდან აღნიშნულ ინიციატვას აქვს სრული მხარდაჭერა. კონსტიტუციის მოედანი იქნება ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციონალიზმის საუკუნოვანი ისტორიის და ტრადიციის სიმბოლოა"- აცხადებს ირაკლი შენგელია.

 ცნობისთვის,  21 თებერვალს საქართველოს პირველი კონსტიტრუციის მიღებიდან 100 წელი გადის. 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?

კი - 82.76%
არა - 13.79%
არ ვიცი - 3.45%
სულ - 29 ხმა