|
  • EUR 1 = GEL 3.4366
  • USD 1 = GEL 3.0772
|

ქუთაისში დევნილთა კორპუსში ხანძარი გაჩნდა

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, დევნილთა კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მათივე თქმით, ცეცხლი ხის კონსტრუქციას გაუჩნდა და მეხანძრე-მაშველებმა ხანძარი დროულად ჩააქრეს.

ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

ავტორი: ნიუპრესი