|
  • EUR 1 = GEL 3.4795
  • USD 1 = GEL 3.1916
|

ქუთაისში კორონავირუსი 63 წლის ქალს დაუდასტურდა

კორონავირუსით ინფიცირების მორიგი შემთხვევა დადასტურდა ქუთაისში. ვირუსი 63 წლის ქალს დაუდასტურდა.

პაციენტი ქუთაისის ე.წ. ცხელების ცენტრიდან ინფექციურ საავადმყოფოში ბოქსირებულ პალატაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მას საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია არ აქვს.

ეპიდემიოლოგები ინფიცირების შესაძლო წყაროს ადგენენ.

ქუთაისის ინფექციურში მყოფი ორი პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია. ერთი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას დღეს განმეორებითი ტესტი გაუკეთდა და ორი უარყოფითი პასუხის შემთხვებაში კლინიკას დატოვებს და თვითიზოლაციაში გადავა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა აღდგეს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა?

დროა - 79.25%
ჯერ ადრეა - 15.09%
მთავრობამ უკეთ იცის - 5.66%
სულ - 53 ხმა