|
  • EUR 1 = GEL 3.4795
  • USD 1 = GEL 3.1916
|

ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული ქალის კონტაქტები ცნობილია

ქუთაისში ინფიცირებული 62 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა და ინფექციურ საავადმყოფოში ცხელების ცენტრიდან გადაიყვანეს, სასწრაფო დახმარების ექიმის დედაა, ამასთან, მისი ძმა კი სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობს.

მისი დაინფიცირების წყაროს და კონტაქტებს ეპიდემიოლოგები ამ დრომდე იკვლევენ.

მედიკოსს უკვე აუღეს ანალიზი და პასუხი მალე იქნება ცნობილი. სასწრაფოს ჯგუფი კი თვითიზოლაციაშია გადასული.

ქუთაისის სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ ექიმს არავითარი სიმპტომი ამ დრომდე არ გამოვლენია.

ქუთაისში ეს უკვე სასწრაფო დახმარების მეორე ჯგუფია, რომელიც იზოლაციაში იმყოფება.

სასწრაფო დახმარების მედიკოსებმა 67 წლის მამაკაცი ცხელების ცენტრში გადაიყვანეს.  რამდენიმე დღეში  ამ მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა აღდგეს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა?

დროა - 79.25%
ჯერ ადრეა - 15.09%
მთავრობამ უკეთ იცის - 5.66%
სულ - 53 ხმა