|
  • EUR 1 = GEL 3.8158
  • USD 1 = GEL 3.2285
|

ქუთაისში მესამე სამშობიარო სახლის კოვიდკლინiკად გადაკეთებას აპროტესტებენ

ქუთაისში მესამე სამშობიარო სახლის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სამშობიაროს კოვიდკლინკილად გადაკეთებას აპროტესტებენ.

მათი თქმით, გუშინ ხელმძღვანელმა უთხრა, რომ სამშობიარო განყოფილება დროებით დაიხურება და მშობიარეებს აღარ მიიღებენ. მედიკოსების თქმით, ისინი სამსახურის გარეშე რჩებიან და მათი პაციენტები სხვა კლინიკაში გადავლენ.

"ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ გადაწყვეტილებას ის იღებს და არ აინტერესებს თანამშრომლების პროტესტი. გვითხრეს, რომ ვისაც უნდა დარჩება და იმუშავებს, მაგრამ როგორ წარმოუდგენიათ, გინეკოლოგმა ეპიდემიოლოგად იმუშაოს? 55-მა თანამშრომელმა ხელმოწერა შევადგინეთ ადმინისტრაციის სახელზე და მოვითხოვთ, გამოგვიყონ ფართი, სადაც შევძლებთ ჩვენი პაციენტები მივიღოთ. თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ვაპირებთ, აქციები გავაგრძელოთ, აქ არ არის სათანადო ინვენტარი და აღჭურვილობა, რომ კოვიდცენტრად იმუშაოს", - განაცხადეს თანამშრომლებმა.

სამშობიაროს ხელმძღვანელის თქმით, კლინიკა კოვოდცენტრად რამდენიმე თვით გადაკეთდება, ამ დროის განმავლობაში კოვიდინფიცირებულ პაციენტებს და თანამშრომლების ნაწილს შესთავაზეს, რომ ამ პირობებში ემუშავათ, რაზეც უარი მიიღეს. მედია შავიშვილის თქმით, კლინიკის კოვიდცენტრად გადაკეთება სახელმწიფოს გადაწყვეტილებაა და ექიმების პროტესტი უსაფუძვლოა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 38.05%
უარყოფითად - 52.21%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.73%
სულ - 113 ხმა