|
  • EUR 1 = GEL 4.0709
  • USD 1 = GEL 3.4235
|

ქუთაისში ქალთა დღეს ღირსების ორდენოსან და ამაგდარ პედაგოგებს განსაკუთრებულად მიულოცეს

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღირსების ორდენოსან და ამაგდარ პედაგოგებს შეხვდნენ.

 "სიმბოლურია, რომ ქალთა დღის მისალოცად სწორედ ჩვენი ღირსეული პედაგოგები შევარჩიეთ. უმნიშვნელოვანესია მათი როლი მომავალი თაობების განვითარებასა და მათთვის სწორი, ჯანსაღი ღირებულებების ჩამოყალიბებაში.

8 მარტი მივულოცეთ ამაგდარ და ღირსების ორდენოსან მასწავლებლებს, განათლების სისტემის და ჩვენი ქალაქის პერსპექტივებზეც ვისაუბრეთ. კიდევ ერთხელ ვულოცავ ქალთა საერთაშორისო დღეს ყველა ქალბატონს! ჯანმრთელობას და წარმატებებს ვუსურვებ, სიკეთით და სიყვარულით სავსე ცხოვრება ჰქონდეთ!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ამაგდარი და ღირსების ორდენოსანი პედაგოგები ქუთაისის მერიამ ფინანსურადაც დაასაჩუქრა.

ავტორი: ნიუპრესი