|
  • EUR 1 = GEL 3.4795
  • USD 1 = GEL 3.1916
|

ქუთაისში სასწრაფო დახმარების ჯგუფი თვითიზოლაციაში გადავიდა

ქუთაისში სასწრაფო დახმარების ჯგუფი, რომელმაც კორონავირუსით ინფიცირებული 67 წლის პაციენტი ცხელების ცენტრში გადაიყვანა, თვითიზოლაციაში იმყოფება. მათ ამ დროისთვის ვირუსის სიმპტომები არ აქვთ, თუმცა მათზე დაკვირვება მაინც მიმდინარეობს.

67 წლის მამაკაცი ცენტრში ორი დღის წინ ტემპერატურით შეიყვანეს და კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, რის შემდეგაც, მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოში შეიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებულია მისი მეუღლეც. პაციენტს ანალიზი აუღეს და ასევე გადაგზავნილია ქუთაისის ლაბორატორიაში, პასუხი დღის ბოლომდე იქნება ცნობილი.

ეპიდემიოლოგები მამაკაცის კონტაქტებს სწავლობენ, რადგან მისი დაინფიცირების პირველწყარო უცნობია. მას საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია არ აქვს, შესაბამისად არც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, თუმცა დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოში აცხადებენ, რომ მისი კონტაქტები არც ისე ფართოა. პაციენტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევიდანაა, ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა აღდგეს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა?

დროა - 79.25%
ჯერ ადრეა - 15.09%
მთავრობამ უკეთ იცის - 5.66%
სულ - 53 ხმა