ქუთაისში ხანძარმა 2 ავტომობილი დააზიანა
ქუთაისში, გამარჯვების მოედანთან ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.
ერთ-ერთი ვერსიით, აალება შესაძლოა, სიგარეტისგან მომხდარიყო, თუმცა აღნიშნულს თავად მანქანის მეპატრონე გამორიცხავს.
ხანძარმა გვერდით მდებარე ავტომობილიც დააზიანა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს, ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია.
შსს-ს ინფორმაციით, ცეცხლი ავტომობილის სადენებს გაუჩნდა.
ავტორი: ანა ლიპარიშვილი
უნდა აღდგეს თუ არა COVID-19 გამო შეჩერებული საქალაქო ტრანსპორტის მუშაობა?
კი - 52.56%
არა - 41.03%
არ ვიცი - 6.41%
სულ - 78 ხმა