|
  • EUR 1 = GEL 3.964
  • USD 1 = GEL 3.3202
|

ქვეყანა უახლოეს დღეებში ვაქცინას მიიღებს - ეკატერინე ტიკარაძე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში სახელმწიფო პანდემიასთან ბრძოლის მთავარ იარაღს - ვაქცინას მიიღებს.

 მისი თქმით, ვაქცინის შემოსვლის დაგვიანება შერჩევის პროცესმა გამოიწვია.

“არაერთხელ გამოითქვა უკმაყოფილება საქართველოში ვაქცინების შემოსვლის ვადებთან დაკავშირებით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვაქცინების შერჩევა იყო ხანგრძლივი პროცესი, რამდენადაც ჩვენს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს მხოლოდ ოფიციალური არხებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინების მიღება, ვაქცინის შეძენისთვის გარკვეული დრო დაგვჭირდა. ჩვენი მოქალაქეების მიიღებენ ხარისხიან ვაქცინას, რომელიც მათი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იქნება. ვაქცინების შეძენისთვის ჩვენ გამოვიყენეთ რამდენიმე ასეთი არხი: კოვაქს-პლატფორმა, ევროკავშირთან თანამშრომლობა და მწარმოებლებთან მოლაპარაკება“, - განაცხადა ტიკარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?

კი - 82.76%
არა - 13.79%
არ ვიცი - 3.45%
სულ - 29 ხმა