|
  • EUR 1 = GEL 3.6402
  • USD 1 = GEL 3.0737
|

რატომ დაწერეს მერებმა გადადგომის შესახებ განცხადებები 15 ივლისამდე?

იმერეთის მხარის სამ მუნიციპალიტეტში მერის პოსტი ვაკანტურია, როდის მოხდება ახალი მერების არჩევა და რას ითვალისწინებს კანონი?

საიას ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის ზაალ გორგიძის განმარტებით, არჩევნების ჩატარების თარიღი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის გახდა თანამდებობა ვაკანტური.

"კანონით გათვალისწინებულია გარკვეული ვადები, ესაა 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე, თუ კი ამ პერიოდში გადადგება მერი თავის თანამდებობისადან, მაშინ არჩევნები დაინიშნება ოქტომბრის თვეში, ხოლო თუკი 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე დატოვებს თანამდებობას, ასეთ შემთხვევაში არჩევნები ტარდება მაისში, ანუ, განსაზღვრულია 2 პერიოდი არჩევნების ჩატარებისათვის.  იმერეთში სამივე მერს გადადგომის შესახებ განცხადება ერთ პერიოდში აქვს გაკეთებული" - განაცხადა ზაალ გორგიძემ. 

შეგახსენებთ,  იმერეთში აპრილიდან 15 ივლისის ჩათვლით პირადი განცხადების საფუძველზე 3 მუნიციპალიტეტის მერი გადადგა. 1 აპრილს თანამდებობები თერჯოლის მერმა და მისმა მოადგილემ დატოვეს.

გიორგი ჭიღვარიამ გადადგომის შესახებ საზოგადოებას 8 აპრილს ამცნო, ხარაგაულის გამგებელმა ნიკოლოზ თოფურიძემ კი დადგენილი ვადის ამოწურვას 2 დღით დაასწრო და თანამდებობა 13 ივლისს დატოვა.  ამრიგად, იმერეთის სამი მუნიციპალიტეტში მერების არჩევა ოქტომბერში მოხდება. არჩევნები საპარლამენტო არჩევნების პარალელურად წარიმართება. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 45.45%
უარყოფითად - 46.97%
მიჭირს პასუხის გაცემა - 7.58%
სულ - 66 ხმა