|
  • EUR 1 = GEL 4.0322
  • USD 1 = GEL 3.3255
|

როდის გაიხსნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი? -ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კონკრეტულ ციფრს ასახელებს

 შემთხვევების რაოდენობა როდესაც 5%-ს ჩამოცდება, შეგვიძლია ვისაუბროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხო გახსნაზე.  განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, დარჩენილი 2 კვირა აჩვენებს, შესაძლებელი იქნება თუ არა 1-ელ თებერვალს ტრანსპორტის ამუშავება. 

„უნდა დაველოდოთ სტაბილიზაციას და ეპიდემიური სურათის გაუმჯობესებას, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმ რისკების პირდაპირ ასახვაა, რაც ჩვენ საზოგადოებაში გვაქვს. როდესაც დავინახავთ, რომ შემთხვევების რაოდენობა იკლებს, დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდა 5%-ს, უკვე შეგვიძლია მაღალი საზოგადოებრივი აქტივობის საქმიანობების უსაფრთხო გახსნაზე ვისაუბროთ. ვფიქრობ, მომდევნო ორი კვირა კიდევ ერთხელ დაგვანახებს, თუ რისი საშუალება გვაქვს 1-ელ თებერვალს და ამის მიხედვით მოხდება უკვე საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 შეგახსენებთ, პანდემიის გამო საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება 28 ნოემბრიდან აიკრძალა. 

ავტორი: ნიუპრესი