|
  • EUR 1 = GEL 3.5366
  • USD 1 = GEL 3.1761
|

როდის გამოცხადდება იმერეთი მწვანე ზონად? - 18 დღე კორონავირუსის ახალი შემთხვევების გარეშე

იმერეთში უკვე მეთვრამეტე დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დადატურებულა.  დაავადებათა კონტროლის იმერეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის განცხადებით, გუშინ ქუთაისის ლაბორატორიაში 49 პაციენტის ბიოლოგიური მასალის კვლევა ჩატარდა, არცერთ შემთხვევაში ახალი ტიპის ვირუსი არ დადასტურებულა. 

კითხვაზე,  თუ როდის გამოცხადდება იმერეთი მწვანე ზონად, გიორგიძე აცხადებს, რომ ამისათვის ყველა პაციენტი საბოლოოდ უნდა განიკურნოს. 

"ჯერჯერობით იმერეთში სამი პაციენტის მკურნალობა გრძელდება, რაც ხელს უშლის რეგიონის მწვანე ზონად გამოცხადებას. მწვანე ზოდან გამოცხადებისათვის არცერთი შემთხვევა აღარ უნდა გვქონდეს, ჯერჯერობით გვაქვს 2 შემთხვევა ქუთაისში და ერთი საჩხერეში", -განაცხადა გოჩა გიორგიძემ.  

მისი თქმით, გუშინ გამოკვლეული  49 პაციენტი სხვადასხვა კლინიკის პაციენტები არიან, რომლებმაც ცხელების ცენტრებს მიმართეს. 

რაც შეეხება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების და კარანტინში მყოფი ადამიანების გამოკვლევას, ეს პროცესი დღეიდან ისევ გაგრძელდება.

ქუთაისის ინფექციურ სავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტები, რომელიც ჯერჯერობით კლინიკაში რჩებიან, მკურნალობის კურსს მალე დაასრულებენ, მათ განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდებათ და  უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებას უახლოეს დღეებში დატოვებენ. პაციენტებიდან ერთი თერჯოლის, ერთი კი ქობულებით კლასტერიდანაა. 

რაც შეეხება საჩხერის სამდედიცინო ცენტრში მოთავსებულ პაციენტს, კლინიკის ხელმძღვანელის მიხეილ ქამუშაძის განცხადებით, კლინიკაში მკურნალობას ერთი პაციენტი აგრძელებს.

 ამ დროისათვის იმერეთის საკარანტინე ზონებში 200-მდე ადამიანი იმყოფება.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა აღდგეს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა?

დროა - 75.76%
ჯერ ადრეა - 16.67%
მთავრობამ უკეთ იცის - 7.58%
სულ - 66 ხმა