NewPress.ge RSS Feed http://new.newpress.ge/30418 ქუთაისის აეროპორტამდე მგზავრებს თბილისიდან და ბათუმიდან უფასოდ ჩამოიყვანენ http://newpress.ge/uploads/all/gallery/administraciuli%20shenobebi/aeroporti.jpg ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. 18 აპრილიდან, სამთვიანი პაუზის შემდეგ, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ევროპის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს ანახლებს. ავიარეისის მგზავრებს ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი კომპანიები, Georgian Bus და Omnibus Express მოემსახურებიან. გამომდინარე იქიდან, რომ ქუთაისის აეროპორტში ჩამოფრენისა და გაფრენის საათები ემთხვევა გადაადგილების შეზღუდვის  პერიოდს, რომელიც მოქმედებს 21:00 საათიდან 05:00 საათამდე,  ავტობუსები თბილისისა და ქუთაისისკენ მიმავალი მგზავრების მისამართებზე უფასოდ მიყვანას უზრუნველყოფენ. რაც შეეხება ბათუმს, მგზავრების გადაყვანა მოხდება ქალაქის ცენტრამდე. შეთავაზებები ძალაშია აეროპორტის ორივე ოფიციალური გადამყვანის შემთხვევაში, გადაადგილების შეზღუდვის მოქმედების პერიოდის გაუქმებამდე. მნიშვნელოვანია, რომ ავტობუსით მგზავრობისას მგზავრებმა თან იქონიონ ავიაბილეთები. ხოლო მგზავრის თანმხლები პირის შემთხვევაში, ერთჯდერადი საშვისთვის უნდა მიმართოს მთავრობის ცხელ ხაზსს 144 (1)-ზე.  თუ მგზავრი ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ტრანსპორტით არ სარგებლობს და საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება, ამ შემთხვევაშიც, ერთჯდერადი საშვისთვის უნდა მიმართოს მთავრობის ცხელ ხაზსს 144 (1) ზე. მგზავრთა  რეგისტრაცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იწყება გაფრენამდე 3 საათით ადრე. ბილეთების წინასწარ შეძენა შესაძლებელია ვებგვერდებზე:  https://georgianbus.com/new/ http://omnibusexpress.ge/book.html ან ადგილზე კომპანიების წარმომადგენლებთან.  შეგახსენებთ, არსებული რეგულაციების თანახმად, ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები. ტერმინალში გამცილებლის შესვლა ნებადართულია მხოლოდ არასრულწლოვანისა და შშმ პირის თანხლების შემთხვევაში. პირბადის გარეშე ტერმინალში შესვლა აკრძალულია. მგზავრებს, რომლებსაც 37.5 ზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ შენობაში არ დაიშვებიან.  http://new.newpress.ge/30414 "ქართული ოცნება" 6-მა დეპუტატმა დატოვა და გახარიას გუნდს შეუერთდა http://newpress.ge/uploads/all/New%20Folder/DEPUTATEBI.jpg ამის შესახებ მათ ბრიფინგზე განაცხადეს. „ქართული ოცნების“ დეპუტატები - გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და ანა ბუჩუკური მმართველ პარტიას ტოვებენ.  ამის შესახებ მათ ბრიფინგზე განაცხადეს. "რა თქმა უნდა პრობლემები, შეცდომები იყო და ამ შეცდომებს ჩვენ ვიზიარებთ. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა რაც შეიძლება ითქვას საზოგადოებას ადარდებს, ეს არის რადიკალიზაცია, ხალხს მოსწყინდა ამ ყველაფრის ყურება. ამიტომ არის ქმედითი ნაბიჯები გადასადგმელი"- განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა. როგორც ცნობილია, რეგლამენტის მიხედვით მათ საპარლლამენტო ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა ექნებათ. http://new.newpress.ge/30399 თიბისიმ თვითდასაქმებულებისთვის სესხის მიღების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა http://newpress.ge/uploads/all/meriis%20reklama/5%20(1)_1.png სესხის შესახებ კითხვებს, თიბისის საცალო ბიზნესის ლიგის ლიდერი, გიორგი სალია პასუხობს. თიბისი თვითდასაქმებულ პირებს  სესხის მიღების შესაძლებლობას გამარტივებული და გაუმჯობესებული პირობებით სთავაზობს. „სესხი შენთვის“ ფარგლებში თვითდასაქმებული პირი ავსებს განაცხადს ვებ-გვერდზე - www.tbccredit.ge, რის შემდეგაც  მას ბანკის თანამშრომელი ვიდეო ზარით საქმიანობის დასადასტურებლად უკავშირდება. შესაბამისად, სესხის მიღება რამდენიმე წუთში სახლიდან გაუსვლელად, ფილიალში მისვლის გარეშეა შესაძლებელი. თვითდასაქმებულ პირებზე მორგებული გამარტივებული სესხის შესახებ კითხვებს, თიბისის საცალო ბიზნესის ლიგის ლიდერი, გიორგი სალია პასუხობს. - რას გულისხმობს ახალი პროდუქტი - სესხი შენთვის? თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი მოქნილი საბანკო პროდუქტები და სერვისები,  რომლებიც მომხმარებლების ყოველდღიურ საჭიროებებზე იქნება მორგებული და დაუზოგავს დროს. სესხი შენთვის  ზუსტად ასეთი პროდუქტია, რომელიც სპეციალურად თვიდასაქმებული ადამიანები საჭიროებებს მოვარგეთ. პროდუქტი განკუთვნილია მათთვის, ვისაც მცირე ზომის სესხის საჭიროება აქვს და მისი მიღება  გამარტივებული პროცესით სურს. -რატომ გადაწყვიტა თიბისიმ მომხმარებლისთვის ამ პროდუქტის შეთავაზება? მას შემდეგ, რაც გავაანალიზეთ დასაქმებული და თვითდასაქმებული ადამიანების საჭიროებები და ბაზრის ზომა, ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ ისეთი დიდი სექტორისთვის, როგორიც  თვითდასაქმებული ადამიანები არიან, სესხის ხელმისაწვდომობა საკმარისად მარტივი არ არის. შესაბამისად, გუნდმა იმუშავა, იმისთვის, რომ პროცესი მაქსიმალურად გაგვემარტივებინა, რათა თვითდასაქმებულ ადამიანებს პირადი მიზნებისთვის თუ ბიზნესსაჭიროებებისთვის სესხის აღება შეძლებოდათ. -რას გულისხმობს სესხის აღების გაუმჯობესებული და გამარტივებული პირობები? გამარტივებული პირობები, პირველ რიგში, გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელს დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად შეუძლია მოითხოვოს სესხის დამტკიცება. აქამდე, თუ ბანკის წარმომადგენელი  მომხმარებელთან ფოტოდასურათების მიზნით მიდიოდა, ახლა შესაძლებელია ვიდეოზარით მომხმარებელთან პროფესიის და ფინანსური მდგომარების დასადასტურებლად  დაკავშირება და სესხის გამარტივებული პროცესით, ონლაინ დამტკიცება. თუმცა, მას ვისაც არ აქვს სურვილი ვიდეოზარით გაიაროს ეს ეტაპი, შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს ბანკის თანამშრომლელის ადგილზე მომსახურების სერვისით, რაც გულისხმობს იმას, რომ თიბისის წარმომადგენლები მას სამუშაო გარემოში ესტუმრებიან.   -კონკრეტულად, ვის მოიაზრებთ  თვითდასაქმებულ ადამიანებში? რა პროფესიის თუ ხელობის ადამიანებს შეუძლიათ სარგებლობა? აღნიშნული სესხით სარგებლობა შეუძლია დაახლოებით 50-მდე პროფესიის თუ ხელობის ადამიანს, სია  საკმაოდ ვრცელია  და აერთიანებს ისეთ საქმიანობებს,  როგორებიცაა -  მშენებლობის ზედამხვედველი, ხელოსანი, გარემოვაჭრე, ძიძა, ტაქსის მძღოლი, რეპეტიტორი, კოსმეტოლოგი, სტილისტი და ა.შ. ჩამონათვალის სრულად ნახვა მომხმარებელს www.tbccredit.ge -ზე შეუძლია , სადაც აქვს შესაძლებლობა  მოითხოვოს  სესხი და დააფიქსიროს განაცხადი. -რა ლიმიტის თანხის მიღება შეუძლიათ მომხმარებლებს და რა პროცენტში? რა მიზნობრიობითაა ამ სესხის გამოყენების შესაძლებლობა? სესხის საპროცენტო განაკვეთი სტანდარტულია და  იწყება 12.5%-დან, ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი  - 16.5%-დან. გამარტივებული სესხით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერი მიზნისთვის, მაქსიმალური ლიმიტი   - 15 000 ლარია და მისი ოდენობა განსაზღვრულია პროფესიების მიხედვით. თუმცა, თუ მომხმარებელს უფრო დიდი მოცულობის სესხის აღება სურს, შეუძლია ფილიალში მივიდეს, სადაც ბანკის წარმომადგენელი დეტალურად შეისწავლის მის შემოსავლებს და  გადაწყდება გაიცემა თუ არა დიდი მოცულობის სესხი კონკრეტულ მომხმარებელზე. -რა ეტაპები უნდა გაიაროს მომხმარებელმა ამ პროდუქტით სარგებლობისთვის? მომხმარებელს შეუძლია სამი სხვადასხვა არხით სარგებლობა. პირველი- მას შეუძლია შევიდეს www.tbccredit.ge -ზე და დისტანციურად დააფიქსიროს თავისი განაცხადი. მეორე- დარეკოს თიბისის სატელეფონო ცენტრში -032 2 27 27 27, სადაც კონსულტანტი გაესაუბრება და დაუფიქსირებს განაცხადს და მესამე- მივიდეს ფილიალში. განაცხადის დაფიქსირების შემდეგ, როდესაც სესხი დამტკიცდება, ბანკის თანამშრომელი თვითდასაქმებულს დაუკავშირდება ვიდეო ზარით, დაადასტურებს მის საქმიანობას და მოხდება სესხის გაცემა.  -როგორ ფიქრობთ, როგორ გაუმარტივებს ახალი პროდუქტი ადამიანებს ცხოვრებას და რამდენად დიდი იქნება დაინტერესება სიახლის მიმართ? იმის გათვალისწინებით, რომ  საქართველოში თვითდასაქმებული ადამიანების რაოდენობა საკმაოდ დიდია,  დარწმუნებულები ვართ, რომ დაინტერესება პროდუქტის მიმართ სულ უფრო მზარდი იქნება. თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივება და მათთვის საუკეთესო ციფრული სერვისების და პროდუქტების შეთავაზება, რასაც ეს პროდუქტი, ვფიქრობ, ზუსტად პასუხობს. „სესხი შენთვის“ სარგებლობისთვის, მომხმარებელს შეუძლია ეწვიოს ვებ-გვერდს www.tbccredit.ge, ან დაუკავშირდეს თიბისის სატელეფონო ცენტრს - 2 27 27 27.   http://new.newpress.ge/30396 ჩინური ვაქცინები დაბალეფექტურია - გაო ფუ http://newpress.ge/uploads/all/medical/%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%20%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90.jpg საქართველომ უკვე შეიძინა სინოფარმის ვაქცინის 100 ათასი დოზა. ჩინური ვაქცინა, რომელიც საქართველოს მთავრობამ უკვე შეიძინა და დაასაწყობა, აღმოჩნდა, რომ უვარგისია -, ამის შესახებ ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. გაო ფუს განცხადებით, მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები დაბალეფექტურია. ამიტომაც, ეფექტურობის გასაზრდელად მათ კომბინირებაზე ფიქრობენ.  მისივე თქმით, განიხილება დოზების და აცრებს შორის შუალედის შეცვლის საკითხიც. გაო ფუს კითხვის ნიშნები აქვს იმ ტექნოლოგიების მიმართაც, რომელიც ამერიკული "მოდერნას" და "ფაიზერის" ვაქცინების შექმნისას გამოიყენეს. ამერიკული ვაქცინების ეფექტურობა 95%-ია. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჩინეთმა მისი ვაქცინების დაბალეფექტურობა აღიარა. პრესკონფერენციის შემდეგ, ჩინეთმა ამ ინფორმაციის გავრცელების დაბლოკვა დაიწყო. შემდეგ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულმა გაზეთმა "გლობალ თაიმსმა" გამოაქვეყნა სტატია, სდაც გაო ფუ ამბობს, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს. ბრაზილიაში ჩატარებული კლინიკური კვლევების მიხედვით, სინოვაკის ვაქცინის ეფექტურობა 50.4%-ია, ჩილეს უნივერსიტეტის კვლევით კი, ამ ვაქცინის ორი დოზის გაკეთებიდან ორი კვირის შემდეგ, ეს ეფექტურობა 54%-ს შეადგენს. ჩინური სინოფარმის ვაქცინების ეფექტურობა 79.3% და 72.5%-ია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილი მინიმალური ზღვარი 50%-ია. საქართველომ უკვე შეიძინა სინოფარმის ვაქცინის 100 ათასი დოზა. მისი გამოყენება მას შემდეგ დაიწყება, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაივლის ავტორიზაციას. ქვეყანამ საჩუქრად მიიღო სინოვაკის ვაქცინის 100 ათასი დოზაც.   http://new.newpress.ge/30394 სკოლების მუშაობაში სოციალური მუშაკები ჩაერთვებიან - განათლების სამინისტრო http://newpress.ge/uploads/all/gallery/administraciuli%20shenobebi/skola_2.jpg პირველ ეტაპზე 28 კვალიფიციური მუშაკია შერჩეული. სკოლების მუშაობაში სოციალური მუშაკები ჩაერთვებიან - ამის შესახებ ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, მანდატურის სამსახურის მიერ კონკურსის პირველ ეტაპზე 28 კვალიფიციური მუშაკია შერჩეული. კერძოდ, საქართველოს ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრებში, თბილისის, კახეთის, ქვემო ქართლის, აჭარა-გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის ოფისებში, აპრილიდან განაწილდება. კონკურსის გზით დამატებით კიდევ 22 აპლიკანტი შეირჩევა.  შედეგად,  საქართველოს ყველა რეგიონის ცენტრს ეყოლება სოციალური მუშაკი, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შესაბამის სოციალურ მომსახურებას გაუწევს.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განმარტებით, სოციალური მუშაკები აქტიურად ჩაერთვებიან მოზარდების მშობლებთან, მეურვეებთან ან კანონიერ წარმომადგენლებთან კომუნიკაციის პროცესში. კერძოდ, სოციალური მუშაკები საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ცნობიერების ასამაღლებლად, სკოლებსა და ოჯახებში, ბავშვებთან, მათ მშობლებთან, კანონიერ წარმომადგენლებთან, მასწავლებლებთან და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრებსაც გამართავენ. http://new.newpress.ge/30390 ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა http://newpress.ge/uploads/all/gallery/sportii/LASHA.jpg ტალახაძემ მესამე ცდაზე 222 კგ აიტაცა. ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოსკოვში ევროპის ჩემპიონატზე მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა და ოქროს მედალი მოიპოვა. ტალახაძემ მესამე ცდაზე 222 კგ აიტაცა და 2 კგ-ით გააუმჯობესა მის მიერვე დამყარებული მსოფლიო რეკორდი. რუსეთის დედაქალაქის ამ წუთებში გრძელდება ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი. http://new.newpress.ge/30385 "სამეზობლოში ერთი მეგობარი გვყავს, რომელთანაც არ გვიომია" - უკრაინაში ელჩს დააბრუნებენ http://newpress.ge/uploads/all/New%20Folder/ukraina-3.jpg პრეზიდენტის განცხადების შემდეგ მთავრობამ ელჩის უკრაინაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო სამეზობლოში ერთი მეგობარი გვყავს,  რომელთანაც არ გვიომია და იმ ქვეყნიდან გამოიწვიეს ელჩი - ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ „მთავარ არხთან“ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოწვევა სრულიად არაგონივრული და შესაფასებლად კი რთული საქციელია. "საქართველოს, ახლა კი არა საერთოდ ისტორიულადაც რომ გადავხედოთ, რუკას ჩვენ გვერდზე ვინ არიან, ერთი მეგობარი გვყავს მთელ მსოფლიოში, რომელთანაც არასდროს არც გვიომია, არც ტერიტორია წაგვირთმევია, არც იმას წაურთმევია, ჩვენ სამეზობლოში გვყავს ერთი მეგობარი და იმ ერთისგან გამოიწვიეს ელჩი, მეტი რა უნდა ვთქვათ ამ მთავრობაზე, შეუძლებელია ამის შეფასება",-განაცხადა კახა  კუკავამ. შეგახსენებთ,  უკრაინიდან საქართველოს ელჩი ერთ წელზე მეტია კონსულტაციების მიზეზით იყო გამოწვეული. სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გაკეთებული განცხადების შემდეგ კი მთავრობამ  ელჩის უკრაინაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.  აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში რუსეთმა არაერთხელ დაარღვია უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რასაც უკრაინელი სამხედროების მსხვერპლი მოყვა. http://new.newpress.ge/30377 ქუთაისში მცხოვრებმა დევნილებმა გზის გადაკეტვა სცადეს http://newpress.ge/uploads/all/gallery/adgilobrivebi/aqciebi/%E1%83%93%E1%83%94%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98.jpg ისინი ხელისუფლების უყურადღებობას აპროტესტებენ. ქუთაისში დევნილების კორპუსში მცხოვრებლებმა აღმაშენებლის გამზრის გადაკეტვა სცადეს. ისინი შენობაში არსებული ლიფტის გაუმართაობას აპროტესტებენ. მათი თქმით, ახლადაშენებულ კორპუსებში ლიფტი ავარიულია, რეაბილიტაციის თანხა აკრიბეს, თუმცა სათანადოდ ვერ შეკეთდა. გაუმართავი ლიფტის გამო მათ მაღალ სართულზე ფეხით ასვლა უწევთ. აქციის მონაწილეები ცენტრალურ გზაზე შეიკრიბნენ და გზის გადაკეტვა სცადეს, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც ადგილზე ხმაური მოყვა. http://new.newpress.ge/30376 ცვლილებები "ევროპულ საქართველოში" - ვინ დარჩა და ვინ წავიდა პარტიიდან? http://newpress.ge/uploads/all/gallery/politikosebi/%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98.jpg ყრილობაზე პარტიული პოსტები განაწილდა. "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია გახდა. გადაწყვეტილება ყრილობაზე ცოტა ხნის წინ მიიღეს. პარტიის  პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი გახდა,  საგარეო საქმეთა პოლიტიკურ მდივნად გიორგი კანდელაკი  კანდიდატურა დასახელდა. პარტიის გენერალური მდივანი კი აკაკი ბობოხიძე იქნება. პარტიაში რჩება ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი ოთო კახიძე. ის პარტიის პოლიტსაბჭოს წევრია. სამაგიეროდ,  "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი აღარ იქნება  სერგი კაპანაძე, როგირც ის აცხადებს, მხოლოდ პარტიის მხარდამჭერად რჩება. ყრილობის პარალელურად პარტია გიგი უგულავამ, დავით ბაქრაძემ, ლევან თარხნიშვილმა, გოკა გაბაშვილმა და გივი თარგამაძემ დატოვეს. მათი განცხადებით, პარტიას ტოვებენ, თუმცა პოლიტიკას არა და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის გასაგრძელებლად ფორმას გამონახავენ.   http://new.newpress.ge/30366 გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს http://newpress.ge/uploads/all/New%20Folder/IMG_7220.JPG წყალსადენის მშენებლობის პროცესს ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლები: ზემო და ქვემო თელეთი, წალასყური, მუხრანთელეთი, ახალწყალი და კუმისი მიმდინარე წლის ბოლოს 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს. წყალსადენის მშენებლობის პროცესს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, გუბერნატორის პირველი მოადგილე ზვიად ჭუნაშვილი და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.   სამშენებლო სამუშაოებს რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, შპს „ბილდინგ დეველოპერი“ ახორციელებს. წყალსადენის მშენებლობის დასრულების შემდეგ 10 000-ზე მეტი ადგილობრივი ხარისხიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს. http://new.newpress.ge/30363 თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება http://newpress.ge/uploads/all/meriis%20reklama/gr-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98.png მატარებლის მოძრაობის განრიგი მოცემულია ცხრილში:  თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება, ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელენს.  აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა  თბილისიდან 9 აპრილს და ბათუმიდან 11 აპრილს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.  მატარებლის მოძრაობის განრიგი მოცემულია ცხრილში.   შეგახსენებთ, კოვიდ19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის  დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში  არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს. http://new.newpress.ge/30362 ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით იმერეთში 5 პროექტი დაფინანსდა http://newpress.ge/uploads/all/New%20Folder/170239903_270677484679704_7043298844058419885_n.jpg საგრანტო პროგრამა საქართველოს ოთხ რეგიონს მოიცავს. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით იმერეთის რეგიონში 5 პროექტი უკვე დაფინანსდა. კერძოდ, საჩხერეში ეწყობა რეკრეაციული ზონა, რეაბილიტაცია უტარდება ბიზნესის განვითარების და ტურიზმის მომსახურების ცენტრს ბაღადათში. ასევე, პროგრამის ფარგლებში ვანში უკვე რეაბილიტაცია ჩაუტარდა ლაბაჯოურის უბნის საავტომობილო გზასა და საფეხმავლო ხიდს, ტყიბულში, სოფელ საწირეში მოეწყო საავტომობილო გზა, ხოლო სამტრედიაში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა დასასვენებელ სკვერს.  საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (სრიგპ) ფარგლებში დაფინანსებულ პროექტებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და საქართველოში ევროკავშირის ოფისის პროექტების განყოფილების უფროსი სიგრიდ ბრეტელი ადგილზე გაეცნენ. ვიზიტის ფარგლებში დასრულებულ და მიმდინარე პროექტებთან ერთად, ის ლოკაციებიც დაათვალიერეს, რომელთა დაფინანსების შესახებ წინადადებები მუნიციპალიტეტებს წარდგენილი აქვს. ,,ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის დახმარება იმერეთის მხარისთვის. ჩვენ უკვე 2 200 000 ლარის პროექტები განვახორციელეთ. წელს ვგეგმავთ იმერეთში დაახლოებით 9 000 000 ლარის პროექტების განხორციელებას, რაც თითოეული მუნიციპალიტეტისთვის, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება“,  - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.     ცნობისთვის, 2020-2022 წლებში საქართველოში რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამა წარმოადგენს სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ემყარება ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკას. საგრანტო პროგრამა მოიცავს საქართველოს ოთხ რეგიონს: კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი. პროგრამის ბიუჯეტი 220 მილიონი ლარს შეადგენს, საიდანაც 186 მილიონი ლარის ოდენობის დაფინანსება უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირის მიერ. პროგრამის ფარგლებში საპილოტე რეგიონებში გასულ წელს 5 მილიონ ლარამდე ღირებულების 11 პროექტი დაფინანსდა, აქედან 5 პროექტი იმერეთში განხორციელდა. http://new.newpress.ge/30359 გამორიცხული არ არის, ქუთაისის მერის პოსტზე კენჭი ისევ ვიყარო - იოსებ ხახალეიშვილი http://newpress.ge/uploads/all/meriis%20reklama/120234612_334820984423560_343866516922136991_n.jpg ქუთაისის მერმა ჟურნალისტთან დაკავშირებულ ინციდენტზე პირველი კომენტარი გააკეთა  გამორიცხული არ არის ქუთაისის მერის პოსტზე კენჭი ისევ ვიყარო - განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად. მან პოსტიდან მისი შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჟურნალისტებს, მასთან, როგორც მერთან, დიდხანს მოუწევთ თანამშრომლობა. "გირჩევთ, ფეიკნიუსებსა და არაკომპეტენტურ ონფორმაციაზე ყურადღებას ნუ გაამახვილებთ, ვაგრძელებ ვმუშაობას.  ამ თემაზე გუნდში განხილვაც არ ყოფილა. გეუბნებით, დიდხანს და ხშირად მოგვიწევს, თქვენ ჟურნალისტებს და  მერის რანგში თანამშრომლობა. არავის შევხვედრივარ, არც გივი ჭიჭინაძეს", -აცხადებს იოსებ ხახალეიშვილი. ქალაქის მერმა ჟურნალისტთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზეც გააკეთა კომენტატი. მისი თქმით, არასასიამოვნო ფაქტი მოხდა, თუმცა მერიის მხრიდან ამ ფაქტის აცილებისთვის ყველაფერი გაკეთდა. "არასასიამოვნო ფაქტი იყო, თუმცა ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა, რომ აღნიშნული ფაქტი თავიდან აცილებულიყო. რამდენჯერმე იყო მოწოდება გაკეთებული წესის დაცვაზე. იყო ჩემი თანაშემწის და დაცვის თანამშრომლების შეურაცხყოფა, ჩემს ოთახში შევარდნა. ჩვენ მზად ვართ, მედიასთან თანამშრომლობისთვის". - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. მამ ასევე ისაუბრა იმ შეზღიდვაზე, რაც  ადმინისტრაციულ შენობაში ჟურნალისტების გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესდა.  "შემოღებულია ელექტრონილი საშვების სისტემა.ამ ეტაპზე ასე ვიმუშავებთ. შეგიძლიათ აიღოთ საშვი და ვისთანაც გინდათ,მიბრძანდეთ.  ამ ეტაპზე აკრედიტაციას ვერ ვაკეთებთ. აკრედიტაცია  გექნებათ მედიაცენტრში, ვინც გნებავთ,  ჩამოვა და იქნება თქვენთან“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.  შეგახსენებთ, მერიის შენობაში "კუთაისი ტუდეის" რედაქტორი არ შეუშვეს, რასაც ინციდენტი მოყვა. http://new.newpress.ge/30357 სესხი შენთვის - თიბისის ახალი პროდუქტი თვითდასაქმებულებისთვის [R] http://newpress.ge/uploads/all/meriis%20reklama/%E1%83%905%20(1).png „თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა". სესხი შენთვის - თიბისის ახალი პროდუქტია, რომელიც თვითდასაქმებულებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სპეციალურად მათზე მორგებული სესხი, გამარტივებული და გაუმჯობესებული პირობებით. პროცესის კიდევ უფრო გამარტივებისთვის, თიბისიმ თვითდასაქმებულ პირებს შემოსავლის დადასტურების კიდევ ერთი არხი - ვიდეო ვიზიტი შესთავა. რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს სესხის განაცხადის დაფიქსირება და მისი მიღება ონლაინ რეჟიმში, რამდენიმე წუთში შეუძლია. განაცხადის დაფიქსირება შესაძლებელია ვებ-გვერდზე -  www.tbccredit.ge  ან თიბისის ცხელი ხაზის საშუალებით. მომხმარებლებს, რომლებსაც არ სურთ ვიდეო ზარის სერვისით სარგებლობა, თიბისის წარმომადგენლები სამუშაო გარემოში ესტუმრებიან და მათ შემოსავალს ადგილზე შეისწავლიან. https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Ftbcbank%2Fvideos%2F291006302469363%2F&show_text=false&width=560 „თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა. მნიშვნელოვანია, აქ და ახლა შევქმნათ ისეთი მოქნილი საბანკო პროდუქტები, რომლებიც მომხმარებლების ყოველდღიურ საჭიროებებზე იქნება მორგებული და დაუზოგავს დროს. სესხი თვითდასაქმებულებისთვის ზუსტად ასეთი პროდუქტია,“ - გიორგი სალია, თიბისის საცალო ბიზნესის ლიგის ლიდერი. გამარტივებული პირობების სესხის ლიმიტი 15 000 ლარია. იმ შემთხვევაში, თუ თვითდასაქმებული პირის ფინანსური საჭიროება არსებულ ლიმიტს სცდება, მას შესაძლებლობა აქვს, თიბისის ფილიალს ესტუმროს, სადაც საკრედიტო ექსპერტი მის ფინანსურ მდგომარეობას და შემოსავლებს დეტალურად გაანალიზებს და ლიმიტის გაზრდის შესაძლებლობას განიხილავს. პროდუქტით სარგებლობისთვის, ასევე დეტალური ინფორმაციისთვის, მომხმარებელს შეუძლია ეწვიოს ვებ-გვერდს -  www.tbccredit.ge  ან დაუკავშირდეს სატელეფონო ცენტრს - *2727.   http://new.newpress.ge/30353 "მე გავაგრძელე“ - შშმ პირთა მხარდაჭერა პანდემიისას [VIDEO] http://newpress.ge/uploads/all/socialuri/Madona%20Okropiridze_Batumi_4.jpeg პანდემიის წინაშე პირისპირ დარჩენილ ადამიანებს ევროკავშირის პროექტი დაეხმარათ. COVID-19 პანდემიამ მსოფლიოს საკმაოდ მძიმე კვალი დააჩნია, მათ შორის, ადამიანების სოციალიზაციის მიმართულებით. სწორედ ამის წინააღმდეგ საბრძოლველად და ადამიანების მხარდასაჭერად, ევროკაშირი საქართველოში რამდენიმე პროექტს ახორციელებს. ერთ-ერთი ასეთი პროექტია „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერა COVID-19-ით გამოწვეული ბარიერების დაძლევაში“, რომელსაც კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის „ფიფლ ინ ნიდ“-თან (PIN) თანამშრომლობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია პანდემიის გამოწვევებისას მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების შეთავაზება.     ირმა ფარცვანია ერთ-ერთი პირველია, რომელიც ევროკავშირის პროექტში ჩაერთო. ირმა 35 წლისაა და ქუთაისში ცხოვრობს. როგორც თვითონ გვიყვება, არაადაპტირებული გარემო ხშირად გამხდარა ბარიერი როგორც წარსულში, ასევე ახლა - „თანდაყოლილი ზურგის ტვინის თიაქარი მაქვს, თითქმის, მთელი ცხოვრებაა, ეტლით გადავაადგილდები, ოპერაცია 29 წლის ასაკში გავიკეთე და მხოლოდ ორი წელია, რაც გარეთ დავიწყე სიარული, მანამდე სულ სახლში მიწევდა ყოფნა. სახლიდან გასვლა მარტივი არ იყო ჩემთვის. 12-წლამდე ჯოხით დავდიოდი, შემდეგ, წონის მატების გამო, რაც ახასიათებს ამ დაავადებას - წელს ზემოთ უფრო მეტად იმატებ, ვიდრე წელს ქვემოთ, - სიმძიმე დამაწვა და ფეხი ვიტკინე. ამის გამო მომიწია სახლში დარჩენა, ჩამოვშორდი სკოლას. პედაგოგი სახლში მაკითხავდა, მაგრამ მაინც ვერ ხერხდებოდა საჭირო განათლების მიღება. თინეიჯერობის ასაკში ვიყავი და ვერ ვიტყვი, რომ ეს ცვლილება მარტივად გადავიტანე. ფეხზე მკურნალობისთვის 3-4 წელი დამჭირდა და მანამდე თუ გარეთ სიარული წარმოუდგენელი იყო, მოგვიანებით, მე თვითონ აღარ მქონდა გარეთ გასვლის სურვილი, ჩავიკეტე“.     ფოტოზე: ირმა ფარცვანია ირმას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მისი ბავშვობის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და გარემოც ადაპტირებული გახდა, ქალაქში დამოუკიდებლად გადაადგილება მაინც დიდ პრობლემას წარმოადგენს - „პანდუსებიც კი, ისეა მოწყობილი, დამოუკიდებლად კი არა, ვინმეს დახმარების შემთხვევაშიც ჭირს სარგებლობა. ქალაქში, მაღაზიაშიც ვერ ვახერხებ არაადაპტირებული გარემოს გამო შესვლას. არასწორად დამონტაჟებული პანდუსების გამო, ჩემი დახმარების დროს, რამდენჯერმე დედაჩემმაც კი დაიზიანა ფეხი. ცალკე საკითხია შორ მანძილზე გადაადგილება. წარმოიდგინეთ, გამოძახებაზე ტაქსებიც ხშირად ამბობენ უარს. როცა იგებენ, რომ ეტლით მოსარგებლე ხარ, ხან ისეთი მანქანა ვერ იძებნება, რომელშიც ეტლით მოთავსება შეიძლება, ხან კი, მთლიანად ხარ იმაზე დამოკიდებული, გაგებით მოეკიდებოდა თუ არა ტაქსის მძღოლი შენს მდგომარეობას. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა მძღოლი გამოძახებაზე მოსულა და უარი უთქვამს გადაყვანაზე. სწორედ ამის გამო, გადავწყვიტე მართვის მოწმობის აღება, თუმცა, მალევე, COVID-19 პანდემიაც დაიწყო და შევფერხდი“.   მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ქსელის საშუალებით მაინც ახერხებს მეგობრებთან კომუნიკაციას, ირმა პანდემიის უარყოფით მხარეებზე მაინც საუბრობს და ამბობს, რომ სოციალიზაციის პრობლემა მასზეც აისახა - „35 წლის ვარ და მხოლოდ ორი წელია, რაც ვცდილობ, ნორმალური ცხოვრების წესს ავყვე. ძალიან გამიჭირდა სახლიდან ამდენი წლის შემდეგ გასვლა, ესეც იმან შემაძლებინა, რომ დავინახე, შშმ პირებმა დაიწყეს გააქტიურება. ჩემთვის მაგალითი გახდნენ სხვები და მეც გადავწყვიტე, მეცადა. ჩავერთე ტრენინგებში და ნელ-ნელა დავიწყე გაცნობიერება, რომ უმოქმედობა გამოსავალი არ არის. შევიძინე მეგობრები, ჩავერთე სხვა აქტივობებშიც, ფარიკაობის სწავლა დავიწყე, ქვეყნის ღირსშესანიშნაობების მონახულება - ვნახე მთა, ზღვა და ყველაფრის ანაზღაურებას ვცდილობდი, რაც 15 წლის მანძილზე სახლში ყოფნამ დამაკარგვინა. თუმცა, კორონამ ყველაფერი შეაჩერა და ამ ყველაფრის შემდეგ ისევ სახლში რომ გიწევს დარჩენა, ძალიან რთულია“.   მას შემდეგ, რაც ირმამ ევროკავშირის პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერა COVID-19-ით გამოწვეული ბარიერების დაძლევაში“ შესახებ შეიტყო, მართვის მოწმობის აღებაზე ფიქრი ისევ განაახლა და გადაწყვიტა, სწორედ ამ მიზნის მისაღწევად გამოეყენებინა პროექტის ადაპტირებული სატრანსპორტო მომსახურება. თვე-ნახევრის განმავლობაში დადიოდა მართვის მოწმობის კურსებზე და ახლა საკუთარი ავტომობილით გადაადგილდება - „ამ პროექტმა შემაძლებინა, დამეძლია ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი - გადაადგილების პრობლემა. დამიცვა როგორც ხარჯისგან, ასევე იმ ყოველდღიური წინააღმდეგობისაგან, რასაც შშმ პირისთვის ტაქსით გადაადგილება ჰქვია და მეც გავაგრძელე ყველა მანამდე არსებული ფიქრი   და აქტივობა. ძალიან კომფორტულია, როცა იცი, მოგაკითხავს მანქანა და შენთვის სასურველი მიმართულებით უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას. პროექტის ფარგლებში, დამეხმარნენ, საკუთარი ავტომობილის ხელით მართვით სისტემაზე გადაყვანაში და მალევე, წარმატებით ავიღე მართვის მოწმობაც. ახლა, დამოუკიდებლად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე, თავად შემიძლია ვიმოძრაო ნებისმიერი მიმართულებით. ვიღაცისთვის თითქოს არაფერი, მაგრამ მე ამ ყველაფერმა თავდაჯერებულობა ნამდვილად შემძინა. ჩემი შემდეგი ნაბიჯი კულინარიის კურსებზე სიარული და საკუთარი საკონდიტროს გახსნა იქნება“, - ამბობს ირმა ფარცვანია.   პროექტის მენეჯერის, ანა ციცაგის თქმით, საქართველოში, მაღალმთიან და სოფლად მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ხარისხიანი და კვალიფიციური სოციალური და ჯანდაცვის მომსახურებების მიღება პანდემიამდე პერიოდშიც უჭირდათ, COVID-19-თან დაკავშირებული პრევენციული ზომების მიღების გამო კი, უფრო მეტად შეიზღუდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სახელმწიფო სერვისების მიწოდება - „გართულდა გადაადგილება. პანდემიის მეორე ტალღამ კორონავირუსის უფრო ფართო გავრცელება გამოიწვია, რამაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების იზოლაციაში დარჩენის პერიოდი საგრძნობლად გაახანგრძლივა. არაერთი ოჯახი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა, მთავრობის მიერ დაფინანსებული სოციალური სერვისები დროდადრო წყდება, რის გამოც, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მნიშვნელოვანი დახმარების გარეშე რჩებიან. აღნიშნული პროექტი კი, ადამიანებს ეხმარება, მათზე მორგებული სერვისის საშუალებით მიიღონ საჭირო მომსახურება და განაგრძონ აქტიური ცხოვრება. თებერვლის თვის მონაცემებით, 269 შშმ პირმა ისარგებლა ჩვენ მიერ შეთავაზებული ადაპტირებული ტრანსპორტით, რაც იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად საჭიროა მათთვის მსგავსი მხარდამჭერი პროექტების არსებობა“ - ამბობს ანა.   მადონა ლომინაძე ბათუმში ცხოვრობს და 15 წელია, რაც ეტლით მოსარგებლეა. 30 წლის ასაკში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, გულმკერდის მალების მოტეხილობა მიიღო, რა დროსაც ზურგის ტვინი დაუზიანდა და მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია. მადონა ამ შემთხვევამდე სკოლის მასწავლებელი იყო და მიღებული ტრავმის შემდეგ მუშაობა აღარ გაუგრძელებია. როგორც თავად გვიყვება, წლების განმავლობაში ამბობდა უარს მუშაობაზე - „ორი შვილი მყავს, როცა დაზიანება მივიღე, ბავშვები 5 და 6 წლისები იყვნენ. გარეთ გასვლასა და მუშაობას რომ მთავაზობდნენ, ვპასუხობდი - შვილები მყავს და მათზე უნდა ვიზრუნო-მეთქი. ახლა ვხვდები, რომ ეს უბრალოდ მიზეზი იყო სახლში დასარჩენად, რადგან შეძლებით, ალბათ, აუცილებლად შევძლებდი გამკლავებას, გარემოსი რომ არ შემშინებოდა. მხოლოდ მეორე წელია, რაც დასაქმება ისევ გადავწყვიტე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ვმუშაობ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის თანაშემწედ და ყველაფერი ზუსტად ისევეა, როგორც ჩემი ამ შეზღუდვის გარეშე იქნებოდა. ახლანდელი გადმოსახედიდან, იმას კი არ ვნანობ, რომ ბავშვების განვითარებას დავუთმე სახლში ყოფნის დრო, ვნანობ იმ სახლიდან გამოსვლის შიშს, რაც მაშინ მქონდა“.   მადონას თქმით, გარეთ გასვლის შიში ბევრ შშმ პირს აფერხებს და ხელს უშლის სოციალიზაციაში. ამბობს, რომ არაა მარტივი, გაუძლო იმ ადამიანების გამომეტყველებას ქუჩაში, რომლებსაც ეცოდები - „საწყალი - ამ სიტყვას ვკითხულობდი ხოლმე უცნობი ადამიანების თვალებში. ამის მიღება არც ისე მარტივია, მაშინ როცა, საერთოდ არ თვლი თავად, რომ შესაცოდი გაქვს რაიმე. მე არ ვთვლი ასე, რომ რომელიმე შეზღუდვა საცოდავს ხდის ადამიანს. აღარც კი მახსოვს, აღარც კი ვფიქრობ ამაზე, რომ ეტლით დავდივარ და არა ფეხით, ეს გამომეტყველება კი, მათ სახეზე, მახსენებს კი არა, პირდაპირ მიმითითებს ჩემს შეზღუდვაზე“.   ფოტოზე: მადონა ლომინაძე როგორც თავად ამბობს, ახლა აღარც ეს დამოკიდებულებები წარმოადგენს მისთვის რაიმე შემაფერხებელ ფაქტორს და დაძლია ის შიში, რომ ვერ მოერგებოდა სამუშაო გარემოს - „ვფიქრობდი, ვერ შევძლებდი სამუშაო უნარების ათვისებას. ბოლოს, გადავწყვიტე, გამოსაცდელი ვადით დამეწყო მუშაობა. როგორც ხედავთ, უკვე მეორე წელია, რაც ვმუშაობ ამ ადგილას და ძალიან მეგობრული გარემო დამხვდა. აქ არავინ მიმითითებს შეზღუდვაზე და არც არავინ ცდილობს, თავიდან ამარიდოს საქმე. ხშირად არის ხოლმე შემთხვევები, გაგრძნობინებენ, რომ აი შენ რთულად აკეთებ ამ საქმეს, დიდ დროს ანდომებ და მე შემიძლია, უფრო მარტივად გავაკეთო შენ ნაცვლად - მსგავსი დამოკიდებულება არასდროს მიგრძვნია ამ ადგილას, რაც ძალიან დამეხმარა სოციალიზაციაში“.   მადონას თქმით, ეტლით მოსარგებლეთათვის ტრანსპორტირების პრობლემა ქალაქში ყოველთვის არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში გარემო ადაპტირებულია, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მაინც რთულია ეტლით მოსარგებლე პირებისთვის დამოუკიდებლად გადაადგალება - „სპეციალური ტაქსით მომსახურება საკმაოდ ძვირია და ყველას არ აქვს ამის შესაძლებლობა. როგორც კი შევიტყვე ამ პროექტის შესახებ, მალევე ჩავერთე. ამან ძალიან გამიმარტივა სამსახურში  ტრანსპორტირების ყოველდღიური რუტინა. მობილური ავტომობილით მომსახურებას კლინიკაში გადაადგილების დროსაც ვიყენებ ან რომელიმე სხვა აქტივობისთვის, რაც ყოველდღურად მჭირდება. გარდა ამისა, ამ პროექტში ჩართულები არიან ადამიანები, რომლებსაც ჩვენი გაგება შეუძლიათ და გულისყურით გვეკიდებიან. კარგად იციან, რა საჭიროებებიც გვაქვს და გვიდგებიან სწორად. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“ - ამბობს მადონა ლომინაძე.   პროექტი ინდივიდუალურ მხარდაჭერას უცხადებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს აჭარის, გურიის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში. ამისთვის ბენეფიციარებს ისეთი სერვისით სარგებლობა შეუძლიათ, როგორიცაა ადაპტირებული ავტომობილით ტრანსპორტირება საცხოვრებელი ადგილიდან ნებისმიერი მათთვის საჭირო მიმართულებით, ასევე, ოკუპაციური თერაპევტისა თუ ფიზიკური თერაპევტის კონსულტაციები. ადაპტირებული ტრანსპორტით პროექტში ჩართულმა 269 შშმ პირმა უკვე ისარგებლა, რომელთაგან 110 ქალი, ხოლო 159 კაცი იყო. მათი უმრავლესობა სოფლად მაცხოვრებელი - 175 ადამიანი, დანარჩენი 94 კი ქალაქში მცხოვრებია.     სტატია მომზადდა პროექტის „EU NEIGHBOURS east” ფარგლებში. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს. http://new.newpress.ge/30351 ქუთაისში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი იმყოფება http://newpress.ge/uploads/all/New%20Folder/%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%AA%E1%83%98.jpg ელჩი იმერეთის ტურისტული პოტენციალით დაინტერესდა. უკრაინის ელჩს საქართველოში, იგორ დოლგოვს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე შეხვდა. ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყნებს შორის დიპლომატიურ და მეგობრულ ურთიერთობებზე, ასევე საქართველოსა და უკრაინის წინაშე მდგარ საერთო გამოწვევებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს იმერეთის რეგიონთან თანამშრომლობის საკითხებზე. უკრაინის ელჩმა დეტალურად მოისმინა ინფორმაცია რეგიონის ტურისტული პოტენციალის, მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ. ასევე, საუბარი შეეხო სამომავლო ურთიერთანამშრომლობას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას. მხარეებმა რეგიონში და ზოგადად ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე და იმუნიზაციის პროცესზეც ისაუბრეს. http://new.newpress.ge/30344 Social Impact Award 2021 იწყება [R] http://newpress.ge/uploads/all/meriis%20reklama/IMGL4452.jpg თიბისიმ და UNDP საქართველომ ხელი მოაწერეს მემორანდუმს. თიბისიმ და UNDP საქართველომ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი სტარტაპების, საშუალო და მცირე მეწარმეების ხელშეწყობას, ახალგაზრდების გაძლიერებას, რეგიონებში ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებასა და ქალთა ხელშეწყობას ბიზნესის განვითარებაში.   მემორანდუმის ფარგლებში პირველი თანამშრომლობა უკვე შედგა და Impact Hub Tbilisi, თიბისისა და UNDP საქართველოს მხარდაჭერით, იწყებს საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამა Social Impact Award-ს.   სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 15 ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს ათთვიან საგანმანათლებლო კურსს საკუთარი ბიზნესიდეების განსახორციელებლად. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას რეალურად წამოიწყონ სოციალური ბიზნესი.   Social Impact Award 2021 რამდენიმე ეტაპისგან შედგება და მოიცავს ვორქშოფების სერიას თბილისში, ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, კახეთსა და იმერეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. პროგრამის მეორე ეტაპზე, დამოუკიდებელი ჟიურის მიერ შერჩეული ფინალისტი გუნდები გაივლიან ორთვიან ინკუბაციას, სადაც ინდივიდუალური მენტორების დახმარებით გამართავენ ბიზნესმოდელს, შეადგენენ ბიზნესგეგმებს და მოემზადებიან ჟიურის წინაშე წარსადგენად. პროგრამის ბოლო ეტაპზე გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას ბიზნესიდეების განსახორციელებლად და მონაწილეობას მიიღებენ Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე.   Social Impact Award-ის მეშვეობით თიბისი ახორციელებს ბიზნესის მხარდაჭერას ახალგაზრდებში და ხელს უწყობს მათ გაძლიერებას რეგიონებში.  თიბისი პროექტში პროგრამა სტარტაპერით მონაწილეობს, რომელიც 2016 წლიდან მხარს უჭერს ახალი და მრავალფეროვანი ბიზნესიდეების ჩამოყალიბებას და განვითარებას საქართველოში.   იმფაქთ ჰაბ თბილისმა პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და უკვე მეხუთე წელია ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 1000+ სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან; ინკუბაცია გაიარა 100-მდე ახალგაზრდამ (30 გუნდი) და გამოვლინდა 14 გამარჯვებული გუნდი. ყველა პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.   პროგრამა ხორციელდება თიბისის,  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით. http://new.newpress.ge/30339 ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე გამწვანების პროექტი დაიწყო http://newpress.ge/uploads/all/kutaisi/kutaisi_2.jpg ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე გამწვანების პროექტი დაიწყო, - ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.  მერიის ცნობით, პირველი სკოლისა და ცენტრალური ბაღის მიმდებარედ განახლდა გაზონები და დეკორატიული მცენარეები დაირგო. გამწვანების პროექტში წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად ქუთაისის მერი, მაჟორიტარი დეპუტატი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაერთნენ. ქუჩებში მარადმწვანე მუხის, ირმის რქის, ტუია „სმარაგდას“, დამფენი ღვიას ნერგები პროექტის მონაწილეებმა სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით დარგეს.  რაც შეეხება პროექტის ღირებულებას,  77 500 ლარს შეადგენს. http://new.newpress.ge/30338 ქუთაისის მერიისა და საკრებულოს შენახვისათვის გასულ წელს ბიუჯეტიდან 5,409,613 ლარი დაიხარჯა http://newpress.ge/uploads/all/kutaisi/meria%208.jpg მთლიანი ხარჯების 9 პროცენტს პრემია-დანამატებზე გაწეული თანხები შეადგენს. ქუთაისის მერიისა და საკრებულოს შენახვისათვის გასულ წელს ბიუჯეტიდან 5,409,613 ლარი დაიხარჯა, ხოლო  2017-2020 წლებში ეს თანხა ჯამში  22,551,848  ლარს შეადგენს.  ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს, რომელმაც 4 წლის განმავლობაში ქუთაისის თვითმმართველობის მიერ  ხარჯები შეისწავლა. მთლიანი ხარჯების 9 პროცენტს პრემია-დანამატებზე გაწეული თანხები შეადგენს.   ორგანიზაციის ცნობით, ქუთაისის მერიამ და საკრებულომ  შრომის ანაზღაურებაზე, ჯილდოს/პრემიის და სახელფასო დანამატზე, ასევე ადმინისტრაციების მიერ სატელეფონო კომუნიკაციაზე, მივლინებებზე, წარმომადგენლობით ხარჯებზე, საწვავზე, ავტომობილების შეკეთება/დიაგნოსტიკაზე ჯამურად 2017 წელს 5,232,467 ლარი, 2018 წელს 5,739,994 ლარი, 2019 წელს 6,169,774 ლარი, ხოლო 2020 წელს 5,409,613 ლარი დახარჯა.  ქუთაისის მერიასა და საკრებულოში 2017-2020 წლებში ჯამურად დაიხარჯა:     ► სახელფასო ანაზღაურებაზე - 17,324,872 ლარი,► პრემია/ჯილდო, დახმარება, დანამატი - 2,038,816 ლარი,► მივლინება - 318,968 ლარი,► წარმომადგენლობითი - 815,721 ლარი,► ტელეკომუნიკაცია - 258,508 ლარი,► საწვავი - 1,377,390 ლარი,► საავტომობილო მომსახურება - 417,571 ლარი. ქუთაისის მუნიციპალიტეტში, 2017 წელთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 25-ით შემცირდა. ამ დროისთვის როგორც შტატით, ასევე შტატგარეშედ სულ მერიასა და საკრებულოში 389 ადამიანია დასაქმებული. 2018 წლიდან ქუთაისის მუნიციპალიტეტში თანამდებობრივი სარგოს ზრდამ გამოიწვია სახელფასო დანახარჯების ზრდა. 2017 წელთან შედარებით 2020 წელს მუნიციპალიტეტმა შრომით ანაზღაურებაზე 946,670 ლარით მეტი გასცა და 4,753,297.67 ლარი შეადგინა. 2017 წელს ქუთაისის მერიამ დასაქმებულებზე პრემიის, დახმარების და დანამატის სახით ჯამურად 395,890 ლარი გასცა, ხოლო 2019 წელს აღნიშნული ხარჯი  247,276 ლარით გაიზარდა და  643,166 ლარს მიაღწია. 2020 წელს კი 108,515 ლარამდე შემცირდა. 2017-2020 წლებში, მერიისგან განსხვავებით, საკრებულოში შემცირდა გაცემული პრემიის, დანამატისა და დახმარების ოდენობა. თუ ეს ხარჯი 2017 წელს 177,429 ლარი იყო, 2019 წელს 109,020 ლარამდე შემცირდა, 2020 წელს თითქმის განახევრდა და 55,550 ლარი შეადგინა. თანამშრომელთა რაოდენობა და შრომითი ანაზღაურება: ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში  2017-2020 წლებში დასაქმებულთა შრომით ანაზღაურებაზე 17,324,872 ლარი დაიხარჯა. ქუთაისის მერიაში დასაქმებულთა რაოდენობა 2020 წელს, 2017 წელთან შედარებით, 20-ით შემცირდა, თუმცა გაიზარდა შრომითი ანაზღაურების სახით გაცემული თანხის ოდენობა. კერძოდ, 2017 წელს მერიაში თანამდებობის პირებზე, შტატით და შტატგარეშე თანამშრომლებზე ჯამურად 3,138,858 ლარი გაიცა ხელფასის სახით, ხოლო 2020 წელს ხარჯი  756,725 ლარით გაიზარდა და 3,895,583 ლარი შეადგინა. აღნიშნული, რანგების მიხედვით ხელფასების ზრდამ გამოიწვია. ქუთაისის საკრებულოში 5-ით შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობა, თუმცა სახელფასო ანაზღაურებაზე გაცემული თანხა აქაც გაიზარდა.   http://new.newpress.ge/30334 პოლიციამ ბიძაშვილების მკვლელობისათვის ძებნილი პირი დააკავა http://newpress.ge/uploads/all/kriminali/BORKILI.jpg დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ წყალტუბოს სოფელ რიონში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1992 წელს დაბადებული ღ.მ. ცხელ კვალზე დააკავა. მას ბრალად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 პირის განზრახ მკვლელობა ედება. შსს-ს ინფორმაციით,  ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 აპრილს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შედეგად, თავის ნათესავ ძმებს - 1984 წელს დაბადებულ ა.მ.-სა და 1985 წელს დაბადებულ ა.მ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ორივე მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ღ.მ., მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში 2 ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.   http://new.newpress.ge/30332 კაშხლის მშენებლობა რამდენიმე თვით გადაიდო - ნათია თურნავა http://newpress.ge/uploads/all/New%20Folder/%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90%20%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90.jpg მინისტრის თქმით, ადგილობრივებს შეშფოთებისა მიზეზი არ აქვთ.  ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობა რამდენიმე თვით გადაიდო - ამის შესახებ ეჯკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს. მისი თქმით, ამ დროისათვის კომპანია მხოლოდ გზის გაყვანის სამუშაოებს ასრულებს. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებას. „მსურს მივმართო საპროტესტო აქციის მონაწილეებს - ის მიზეზი, რაც იწვევდა მათ გულწრფელ შეკითხვებს და წუხილს „ნამახვანი ჰესის" უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად დღეს მოხსნილია - კომპანიასთან შეთანხმებით, კაშხლის მშენებლობა გადაიდო და ის არ დაიწყება უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, ვიდრე ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი. კომპანია, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დღეს ახორციელებს საგზაო სამუშაოებს",- განაცხადა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, „ნამახვანი ჰესის" კაშხალი არის რეალურად უსაფრთხო,  მაგრამ ვიდრე ამაში  მოსახლეობაც არ დარწმუნდება,  იმ დრომდე კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება.       http://new.newpress.ge/30327 სახალხო დამცველი რიონის ხეობაში პოლიციის ქმედებას ეხმიანება http://newpress.ge/uploads/all/gallery/politikosebi/ninolomjaria.jpg სახალხო დამცველი მთავრობას მოუწოდებს კონსენსუსის მიღწევამდე უზრუნველყოს მიმდინარე სამშენებლო/მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერება. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ჩაერიოს შეკრების მონაწილეთა კონსტიტუციური უფლების რეალიზებაში. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, გუშინ, 3 აპრილს რიონის ხეობაში კომპანიის წარმომადგნელებმა, მობილიზებული საპოლიციო ძალების თანხლებით, განაახლეს ნამახვანი ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები, რასაც მოსახლეობა აპროტესტებს. სახალხო დამცველის წარმომადგენელი მთელი დღის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდა. პოლიციამ საპროტესტო ადგილამდე მისასვლელი გზა ორივე მხრიდან გადაკეტა, რის გამოც შეუძლებელი გახდა აქციას სხვა მხარდამჭერები შეერთებოდნენ. „ამასთან, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხეობაში აღიმართა საკომუნიკაციო სიგნალების ჩამხშობი აპარატურა, რაც ხელს უშლიდა ინფორმაციის დროულად მიღებას ხეობაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. დააკავეს აქციის 2 მონაწილე, ხოლო ის პირები, რომლებმაც ვერ მოახერხეს აქციას შეერთებოდნენ, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის საფუ ძვლით 2000-2000 ლარით დააჯარიმეს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადაადგილების შეზღუდვით მოქალაქეებს პრაქტიკულად ჩამოერთვათ შეკრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია დასაბუთებული ინფორმაცია იმ რეალური და მყისიერი საფრთხეების შესახებ, რომლის თავიდან ასაცილებლადაც ხდებოდა უფლებაში ჩარევა. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ პირობებში, როდესაც წინასწარ გაცხადებული იყო მშვიდობიანი შეკრების ჩატარების შესახებ და მისი მონაწილეები არ აჟღერებდნენ ძალადობრივ ზრახვებს. ასევე შეკრების თავისუფლებაში ჩარევად უნდა შეფასდეს ამ პირების დაჯარიმება, რომელთა შეკრების და ადგილზე დარჩენის მიზანს აქციასთან შეერთება წარმოადგენდა და მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვერ მოახერხეს სასურველ ტერიტორიაზე შესვლა. აღნიშნული ქმნის ეჭვებს პანდემიის გავრცელების აღკვეთის მიზნით დაწესებული შეზღუდვის მოქალაქეთა პროტესტის საწინააღმდეგოდ გამოყენების შესახებ, რაც მიუღებელ პრაქტიკას წარმოადგენს. ასევე, სიგნალის ჩამხშობი აპარატის გამოყენება გახდა გამოხატვისა და ინფორმაციის გავრცელების ხელშემშლელი ფაქტორი და ამ გზით მოხდა ხენებულ კონტიტუციურ უფლებებში ჩარევა. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, გზა კვლავ გადაკეტილია, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და დგას წყლის ჭავლის მანქანა. სახალხო დამცველის წარმომადგენელი დღესაც დააკვირდება დაანონსებული აქციის მიმდინარეობას. აპარატი აგრძელებს საკითხის შესწავლას. სახალხო დამცველი მოუწოდებს: შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავი შეიკავოს ვითარების ხელოვნური ესკალაციისგან, უზრუნველყოს გადაადგილების აღდგენა სოფელ ნამახვანის მიმართულებით, არ გამოიყენოს სიგნალის ჩამხშობი აპარატურა ან სხვა საშუალებები, რაც ხელს შეუშლის მოსახლეობის ინფორმირებას მიმდინარე მოვლენების თაობაზე, დაპირისპირების რისკების თავიდან აცილების მიზნით, მოლაპარაკებები აწარმოოს აქციების მონაწილეებთან და არ გამოიყენოს ძალა მათ წინააღმდეგ. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით, კონსენსუსის მიღწევამდე წარმართონ საჯარო, საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული დიალოგი, მათ შორის, მედიასაშუალებებში, ადგილობრივ მცხოვრებლებთან, პროფესიულ ჯგუფებთან და ექსპერტებთან. საქართველოს მთავრობას, კონსენსუსის მიღწევამდე უზრუნველყოს მიმდინარე სამშენებლო/მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. http://new.newpress.ge/30326 ბავშვთა სუიციდის - 14, სუიციდის მცდელობის - 54, ხოლო ბავშვთა მიმართ ძალადობის 1818 შემთხვევა დაფიქსირდა http://newpress.ge/uploads/all/kriminali/%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90.jpg სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, პანდემიამ კიდევ უფრო გაართულა ბავშვების მდგომარეობა  ბავშვთა მიმართ ძალადობის 1818 შემთხვევა გამოვლინდა, დაფიქსირდა არასრულწლოვანთა სუიციდის 14, ხოლო სუიციდის მცდელობის 54 შემთხვევა, - ამის შესახებ სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშშია ნათქვამი.  ანგარიშის თანახმად,  ძალადობის ფაქტების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად,  უშუალოდ ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა მომსახურების მიზნობრივი სახელმწიფო სერვისი ამ დრომდე არ დანერგილა. "კვლავ პრობლემურია ოჯახში ბავშვთა მიმართ ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლთა დაცვა და დახმარება, რისთვისაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების კადრების დროულ გაზრდას. მთელი ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ 268 სოციალურ მუშაკსა და 12 ფსიქოლოგს უწევს სხვადასხვა პრობლემის მქონე ათასობით არასრულწლოვანთან მუშაობა. გამოწვევად რჩება ასევე, ბავშვთა სუიციდის პრევენცია. 2020 წელს არასრულწლოვანთა სუიციდის 14, ხოლო სუიციდის მცდელობის 54 შემთხვევა აღირიცხა. საკითხის სიმწვავის მიუხედავად, სახელმწიფოს ამ დრომდე არ შეუმუშავებია მისი აღმოფხვრის კონკრეტული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა", -ნათქვამია ანგარიშში. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, პრობლემები გამოიკვეთა დისტანციური სწავლების პროცესშიც, რაც რისკის ქვეშ აყენებს ბავშვების ნაწილის განათლების უფლებას, განსაკუთრებით რეგიონებსა და სიღარიბეში მცხოვრებ არასრულწლოვნებთან მიმართებით. კვლავ მაღალია მოსწავლეების მიერ სწავლის შეწყვეტის მაჩვენებელი. "პანდემიამ  მკვეთრად უარყოფითი გავლენა იქონია ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. საქართველოში, 2020 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდში, საარსებო შემწეობის მიმღები ბავშვიანი ოჯახების რიცხვი 71766-დან 87527-მდე, აღნიშნულ პროგრამაში ჩართული არასრულწლოვანი ბენეფიციარების რიცხვი კი 152353-დან 186131-მდე გაიზარდა. სეზონურ სამუშაოებში, შინამეურნეობებსა და საზღვარგარეთ დროებითი შრომითი მიგრაციის დროს, არასრულწლოვნები არ არიან ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში. ამ პერიოდში მათ თავიანთი ასაკისა და ფიზიკური განვითარებისათვის შეუსაბამოდ მძიმე, დატვირთული გრაფიკით და არაჯანსაღ გარემოში უწევთ მუშაობა; ხშირად, ასევე არ აქვთ სათანადო საყოფაცხოვრებო პირობები. პანდემიის პერიოდში, განსაკუთრებით დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები. კვლავ პრობლემად რჩება რელიგიურ სკოლა-პანსიონებში მცხოვრები არასრულწლოვნების უფლებრივი მდგომარეობის დაცვისა და მონიტორინგის საკითხი. საყურადღებოა ნინოწმინდის სკოლა-პანსიონის შემთხვევა, რომლის წარმომადგენლობა სოციალური მუშაკის ვიზიტების წინააღმდეგია, რაც უკიდურესი საფრთხის ქვეშ აყენებს პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნების უფლებრივი მდგომარეობის დაცვის საკითხს და ზრდის პანსიონებში ისედაც მაღალი ხარისხით არსებული ინსტიტუციური ძალადობის რისკს"-ნათქვამია  სახალხო დამცველის ანგარიშში. http://new.newpress.ge/30322 ოპოზიციამ შესაძლოა, პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართოს http://newpress.ge/uploads/all/gallery/parlamenti/_1.jpg ლოდერების განცხადებით, მოლაპარაკების პროცესს ეს ხელს არ შეუშლის. ოპოზიციამ შესაძლოა, პარლამენტს სადეპუტატო მანდატების გაუქმების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართოს. ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ გუშინ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება მოლაპარაკებების პროცესს ხელს არ შეუშლის და აჩვენებს ოპოზიციის სერიოზულ განწყობას.  ოპოზიცია ასევე მსჯელობს მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოსაც მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.   http://new.newpress.ge/30319 მთავრობამ პირობა დაარღვია! მორიგი ტყუილი მშენებლობის გასაგრძელებლად გამოიყენეს - ნიკა სიმონიშვილი http://newpress.ge/uploads/all/New%20Folder/namax.jpg საია სამუშაოების შექწყვეტას და ტერიტორიიდან პოლიციის გასვლას ითხოვს. "მთავრობამ პირობა დაარღვია! მორიგი ტყუილი ჰესის მშენებლობის გასაგრძელებლად გამოიყენეს"  - ასე ეხმიანება საიას თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს. "მთავრობამ პირობა დაარღვია! ჰესის მშებენლობის სამუშაოები მანამდე არ გაგრძელება, სანამ ყველა კითხვაზე პასუხს არ მივიღებთო. მორიგი ტყუილი მშენებლობის გასაგრძელებლად გამოიყენეს, ხეობაში სიგნალის ჩამხშობები დააყენეს და გზები ჩაკეტეს. საკუთარ სახლებში არ უშვებენ ადამიანებს, რომლებიც მანამდე აქციაში იღებდნენ მონაწილეობას! საკუთარი მიწის დამცველ ადამიანებთან ასე ბრძოლა არ შეიძლება! - წერს სოციალურ ქსელში ნიკა სიმონიშვილი.  შეგახსენებთ, დღეს რიონის შეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები ადგილობრივების პროტესტის მიუხედავად განახლდა. ადგილზე დაპირიდსპირებაც მოხდა, რის გამოც პოლიციამ ორი ადგილობრიოვი დააკავა.  რიონის ხეობის ინტერესებს ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ახალგაზერდა იურისტთა ასოციაცია იცავს. ორგანიზაციამ დღეს ოფიციალური  განცხადებაც გაავრცელა და ხეობიდან პოლიციის გასვლა და ჰესის სამუშაოების შეწყვეტა მოითხოვა.    ფოტო: ხვიჩა ვაშაყმაძის http://new.newpress.ge/30321 მესხიშვილის თეატრი იძულებითი პაუზის შემდეგ მაყურებელს პრემიერით შეხვდა http://newpress.ge/uploads/all/New%20Folder/%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90.jpg სპექტაკლი რეჟისორმა ელენე მაცხონაშვილმა დადგა. ქუთაისში მესხიშვილის თეატრი იძულებითი პაუხის შემდეგ მონატრებულ მაყურებელს  პრემიერით შეხვდა.   დასმა ლუის კექოლის  სპექტაკლით "ელისი საოცრებათა ქვეყანაში" წარმოადგინა.  სპექტაკლი რეჟისორმა  ელენე მაცხონაშვილმა დადგა. მისი  თქმით, სპექტაკლი ყველა თაობის მაყურებლისთვისაა განკუთვნილი.    სპექტაკლზე მაყურებლოს დასწრება კოვიდპანდემიის პრევენციის ზომების სრული დაცვით შეძლო.  http://new.newpress.ge/30317 15 კილო აქვს დაკლებული - გოგი წულაიამ შიმშილობა შეწყვიტა http://newpress.ge/uploads/all/New%20Folder/gogi%20wu.jpg ვალერი გელბახიანის განცხადებით, პოლიტიკოსი თავს ჯერ კიდევ სუსტად გრძნობს. გოგი წულაიამ შიმშილობა შეწყვიტა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ რთულია, რის გამოც პოლიტიკოსი კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, გოგი წულაია თავს ჯერ კიდევ სუსტად გრძნობს. "ამ პერიოდში მან 15 კილო დაიკლო. ახლა უკვე მსუბუქ კვებაზე გადავიდა, თუმცა ჯერთავს  ძალიან სუსტად გრძნობს თავს და  რეაბილიტაციის კურსის გაგრძელება სჭირდება", - თქვა ვალერი გელბახიანმა. შეგახსენებთ,  გოგი წულაიას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას ბრალი 138-ე,  სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების დანაშაულით აქვთ წაყენებული, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. http://new.newpress.ge/30316 ნამოხვანში ჰესის მოსამზადებელო სამუშაოები განახლებას დაპირისპირება მოყვა http://newpress.ge/uploads/all/New%20Folder/namaxvan.jpg პოლიციამ გუმათის დასახლებაში გზა გადაკეტა. სოფელ ნამოხვანში ჰესის მოსამზადებელო სამუშაოები განახლდა, რასაც ადგილზე პროტესტი მოყვა. რიონის ხეობის მცხოვრებლები სამუშაოების ადგილზე მისვლას გეგმავდნენ, თუმცა მათ პოლიციელებმა გადაადგილების უფლება არ მიცსეს. ადგილობრივები კომპანიის წარმომადგენლებს ტერიტორიიდან წასვლისაკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ მათი პროტესტი არ შეწყდება. როგორც მათ განმარტეს, ხელისუფლება მსგავსი ფორმებით პროცესების რადიკალიზებას ცდილობს. ადგილზე მცირედი დაპირისპირებაც მოხდა. ასევე სამართალდამცველებს გზა აქვთ გადაკეტილი გუმათის დასახლებაში და ისინი ადამიანებს, რომლებიც ჰესის მოწონააღმდეგეებთან მისვლას გეგმავენ, არ უშვებენ. ნამოხვანჰესის პროექტის ახალი დირექტორის თქმით, სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე გაგრძელდება დიალოგი. http://new.newpress.ge/30313 იტალიაში 3-დღიანი მკაცრი „ლოქდაუნი“ ამოქმედდა http://newpress.ge/uploads/all/New%20Folder/pap.jpg იტალიის ყველა რეგიონი „წითელ ზონად“ გამოცხადდა. იტალიაში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის პრევენციის მიზნით, 3-დღიანი მკაცრი „ლოქდაუნი“ ამოქმედდა. იტალიის ყველა რეგიონი „წითელ ზონად“ გამოცხადდა, აიკრძალა არააუცილებელი გადაადგილება, დაიხურა ყველა არააუცილებელი მაღაზია, კაფეებსა და რესტორნებს მხოლოდ გატანის სერვისით მუშაობის უფლება აქვთ, ოჯახებში სტუმრების დასაშვები რაოდენობა კი ორამდე შეიზღუდა. აღსანიშნავია, რომ ეკლესიები ღია რჩება, თუმცა მრევლს მოუწოდებენ, ღვთისმსახურებას საკუთარ რეგიონებში მდებარე ეკლესიებში დაესწრონ. წელს, გასული წლის მსგავსად, რომის პაპი ფრანცისკე სააღდგომო მიმართვას წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე წარმოსთქვამს. იტალიის მთავრობის განცხადებით, „ლოქდაუნის“ წესების დაცვაზე მეთვალყურეობის განხორციელების მიზნით ქვეყნის მასშტაბით 70 000 პოლიციელის მობილიზება მოხდა. იტალიაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 3.6 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 110 328 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. http://new.newpress.ge/30314 გარდაბნის მუნიციპალიტეტი აუტიზმის საერთაშორისო დღეს შეურთდა http://newpress.ge/uploads/all/meriis%20reklama/IMG_7163.JPG ყოველი წლის 2 აპრილს აუტისტური სპექტრის ბენეფიციარებს 300 ლარი ერიცხებათ. აუტიზმის გასაღები სიყვარულია"- ამ სლოგანით გარდაბნის მუნიციპალიტეტი წელს აუტიზმის საერთაშორისო დღეს შეურთდა.   მუციპალიტეტის ა(ა)იპ თერაპიული ცენტრის ბენეფიციარებს, მერის პირველი მოადგილე-დავით კარგარეთელი, საკრებულოს თავმჯდომერე-ტარიელ ჯანხოთელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ.   დღესვე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით საინფორმაციო ფლაერები დარიგდა.   გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის მეშვეობით, ყოველი წლის 2 აპრილს აუტისტური სპექტრის ბენეფიციარებს 300 ლარი ერიცხებათ. http://new.newpress.ge/30307 ქუთაისის ოპერის თეატრი 8 აპრილს მასკანის „სოფლის ღირსებას“ წარმოადგენს http://newpress.ge/uploads/all/gallery/administraciuli%20shenobebi/opera_1.jpg ქუთაისის ოპერის თეატრი მასკანის „სოფლის ღირსებას“ წარმოადგენს.  წარმოდგენა 8 აპრილს გაიმართება.  წარმოდგენა კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარებისა და დაწესებული რეგულაციების შესაბამისი შემზღუდავი ნორმების სრული დაცვით გაიმართება.  პიეტრო მასკანის შედევრის, ერთმოქმედებიანი ოპერის „სოფლის ღირსების“ წარმოდგენა (დამდგმელი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი, დამდგმელი რეჟისორი მაია გაჩეჩილაძე, დამდგმელი მხატვარი თემურ არსენიძე, მხატვარ-შემსრულებელი ირაკლი სვანიძე). “სოფლის ღირსების” შესრულებაში მონაწილეობას მიიღებენ თეატრის სოლისტები - ფერიდე ჯინჯიხაძე (სანტუცა), ბადრი ადამია (ტურიდუ), ინგა ფუტკარაძე (ლუჩია), ბაკურ კვირიკაშვილი (ალფიო), ირმა შავგულიძე (ლოლა), თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი - ნათია გოგუაძე) და ორკესტრი. სპექტაკლს წარუძღვება თეატრის მთავარი დირიჟორი - რევაზ ჯავახიშვილი. სპექტაკლი  17 საათზე დაიწყება. http://new.newpress.ge/30306 ქუთაისში სრულად რეაბილიტირებული კოლეჯი „იბერია“ გაიხსნა http://newpress.ge/uploads/all/gallery/administraciuli%20shenobebi/168630868_791541794800098_4448813970523730237_n.jpg კოლეჯში სწავლა ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია. ქუთაისში სრულად რეაბილიტირებული კოლეჯი „იბერია“ გაიხსნა. კოლეჯის განახლებულ აუდიტორიებში, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ლაბორატორიებსა და სასწავლო სახელოსნოებში ყველა ასაკის 700-მდე მსურველი დაეუფლება სასურველ პროფესიას ბიზნესისა და ადმინისტრირების, ინჟინერიის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების, მომსახურების სფეროსა და სოფლის მეურნეობის მიმართულებების პროფესიულ პროგრამებზე. კოლეჯისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტიდან ორი მილიონი ლარით დაფინანსდა. კოლეჯის გახსნის ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი იმერეთის გუბერნატორთან ზვიად შალამბერიძესთან, მაჟორიტარ დეპუტატთან ზაზა ლომინაძესთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში შესაძლებელი იყო სტუდენტების მიერ დამზადებული ნამუშევრების დათვალიერება. http://new.newpress.ge/30303 გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ გამარჯვებაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს http://newpress.ge/uploads/all/gallery/infrastruqtura/IMG_7063.JPG სოფლის შესასვლელი 2 კილომეტრიანი მონაკვეთი სრულად მოასფალტდება. გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ გამარჯვებაში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს. ადგილზე სამუშაოების მონიტორინგის მიზნით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი-რამაზ ბუდაღაშვილი, მერის პირველი მოადგილე-დავით კარგარეთელი, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი-ვახტანგ გაგუა, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი-ზურაბ ჩიტაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნლები იმყოფებოდნენ. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია "დინ გრუპი" ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, რეგიონალური განვითარების ფონდის დაკვეთით ახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში, სოფლის შესასვლელი 2 კილომეტრიანი მონაკვეთი სრულად მოასფალტდება.   http://new.newpress.ge/30300 საეჭვო სიმპტომების მქონე ადამიანები გამოცდას ცალკე სივრცეში ჩააბარებენ http://newpress.ge/uploads/all/New%20Folder/gamocda.jpg ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ძალაში რჩება ის რეგულაციები, რაც გასულ წელს მოქმედებდა. ეროვნულ გამოცდებზე იმ აპლიკანტებისთვის, რომლებსაც ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, ცალკე სივრცეების მოწყობა იგეგმება, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა  სოფიო გორგოძემ განაცხადა.   მისი თქმით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ძალაში რჩება ის რეგულაციები, რაც გასულ  წელს მოქმედებდა.   „ჩვენ ვგეგმავთ, რომ ასეთი სივრცეები მოვაწყოთ. თუმცა, თუ რაიმე შეიცვალა, გამოცდებამდე 2-3 კვირით ადრე გვეცოდინება",- განმარტავს გორგოძე. http://new.newpress.ge/30298 საფრანგეთში საყოველთაო კარანტინი მესამედ გამოცხადდა http://newpress.ge/uploads/all/meriis%20reklama/lockdown-france.jpg „კომენდანტის საათი“ 19:00 საათიდან მოქმედებს.  საფრანგეთში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების შემცირების მიზნით, საყოველთაო კარანტინი მესამედ გამოცხადდა.  BBC-ის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ ქვეყანაში მომავალი კვირიდან, სულ მცირე 3 კვირის განმავლობაში, სკოლები დაიხურება და სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავა. ამასთან, დაიხურება ყველა არააუცილებელი მაღაზია, მოქალაქეებს კი, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, საკუთარი სახლებიდან 10 კილომეტრზე მეტი რადიუსით გადაადგილება აეკრძალებათ. „ლოქდაუნის“ დროს ძალაში დარჩება „კომენდანტის საათი“, რომელიც ყოველდღე, 19:00 საათიდან მოქმედებს და მოქალაქეებს სახლიდან მუშაობისკენ მოუწოდებენ. მაკრონმა ქვეყანაში არსებულ ვითარებას "დელიკატური" უწოდა და აღნიშნა, რომ ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად აპრილის თვე გადამწყვეტია. ”ჩვენ კონტროლს დავკარგავთ, თუ ახლა არ ვიმოქმედებთ,“- აღნიშნა პრეზიდენტმა და მოქალაქეებს სოციალური კონტაქტების შეზღუდვისკენ მოუწოდა. საფრანგეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 59 038 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4.6 მილიონამდე გაიზარდა. ქვეყენაში ვირუსს დღემდე 95 495 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. http://new.newpress.ge/30297 უპრეცედენტო გადაწყვეტილება - საქართველოში ტრანსი ადამიანის გენდერი აღიარეს http://newpress.ge/uploads/all/gallery/logoebi/transebis-drosha.jpg გენდერის მარკერი „მამრობითი“ „მდედრობითით“ შეიცვალა. საქართველოში ტრანსი ადამიანის გენდერი სამართლებრივად აღიარეს, ინფორმაციას ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი - WISG ავრცელებს.WISG-ს ცნობით, 2021 წლის 25 მარტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის გადაწყვეტილებით,  დაკმაყოფილდა ტრანსი ქალის ლ. მ.-ს მოთხოვნა და მისი გენდერის მარკერი „მამრობითი“ „მდედრობითით“ შეიცვალა. განმცხადებელმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 25 დეკემბერს მიმართა და წარადგინდა ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან, რითაც დასტურდებოდა მისთვის სქესის კვლავმინიჭების ქირურგიული ოპერაციის ჩატარების ფაქტი. განმცხადებელზე უკვე გაიცა დაბადების განმეორებითი მოწმობა შესწორებული მონაცემებით. აღნიშნული საქმე სახელმწიფოს მხრიდან ტრანსი ქალის/კაცის გენდერის სამართლებრივად აღიარების პირველი პრეცენდენტია. ამ დრომდე არ არსებობს გენდერის სამართლებრივი აღიარების საკანონმდებლო და ადმინისტრაციული მექანიზმი.  ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის განცხადებით, ეს ფაქტი მხოლოდ ილუსტრაციაა ქვეყანაში დამკვიდრებული პრაქტიკის, რომელსაც შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. http://new.newpress.ge/30296 თიბისი დაზღვევის სპეციალური შეთავაზება სამოგზაურო დაზღვევის შეძენისას [R] http://newpress.ge/uploads/all/meriis%20reklama/A5-GE_1.jpg დაზღვევის მფლობელებისათვის მოგზაურობა კიდევ უფრო კომფორტული გახდება. თიბისი დაზღვევას კიდევ ერთი სიახლე აქვს. სამოგზაურო დაზღვევის მფლობელებისათვის მოგზაურობა დღეიდან კიდევ უფრო კომფორტული გახდება:   თიბისი დაზღვევის სამოგზაურო დაზღვევის შეძენისას შესაძლებლობა გაქვს კლინიკა RAYMANN-ში PCR ტესტირება სპეციალურ ფასად ჩაიტარო.   ტესტის ღირებულება:   ·       PCR ტესტირება ბინაზე გამოძებით - 99 ₾ ·       PCR ტესტირება კლინიკაში ვიზიტის შემთხვევაში - 80 ₾ გაითვალისწინე, ფასდაკლებით სარგებლობისთვის მხოლოდ პირადი ნომრის წარდგენაა საჭირო.   PCR ტესტირებაზე ჩასაწერად მიმართეთ კლინიკა რეიმანის ცხელ ხაზს: 032 212 11 22   PCR ტესტირების პასუხები გაიცემა: ·       იმავე დღეს, თუ ტესტირება ჩატარდა 14:00-მდე. ·       მეორე დღეს, თუ ტესტირება ჩატარდა 14:00-ის შემდეგ. დამატებით, სამოგზაურო დაზღევის მფლობელებს, საჩუქრად გადაეცემათ პრომოკოდი, რომლის საშუალებითაც, მოგზაურობის პერიოდში REDMED-ის 24-საათიანი თერაპიულ-პედიატრიული კლინიკის სპეციალისტების ვიდეოკონსულტაციით განსაკუთრებულ ფასად ისარგებლებენ, რაც მათ მოგზაურობას კიდევ უფრო კომფორტულსა და მარტივს გახდის.       http://new.newpress.ge/30289 "ნამახვანჰესის" კასკადის პროექტს ახალი დირექტორი ყავს http://newpress.ge/uploads/all/EKONOMIKA/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%91%20%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94.png მერაბ ლომინაძით თქმით, კვლევების დასრულებამდე, რომელსაც სავარაუდოდ,, ექვსიდან რვა კვირამდე დასჭირდება, კაშხალის მშენებლობა არ დაიწყება. "ნამახვანჰესის" კასკადის პროექტს ახალი დირექტორი ყავს. დღეს დირექტორი მერაბ ლომინაძე გახდა, რომელიც აქამდე კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ფინანსური დირექტორის პოსტზე საქმიანობდა. პროექტში ქართველი დირექტორი საქართველოს მთავრობის მოთხოვნით დაინიშნა, რადგან 12 მარტს ეკონომიკის სამინისტროს და კომპანია "Enka Renewables"-ს შორის მიღწეული შეთანხმებით პროექტს ქართველი დირექტორი ეყოლებოდა. მერაბ ლომინაძემ დღეს განაცხადა, რომ "ნამახვანჰესის“ კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა იქამდე არ დაიწყება, ვიდრე კვლევების გადამოწმება არ მოხდება.   "ვიდრე არ იქნება დასტური და ვერიფიკაცია იმ კვლევებისა, რომლებიც ჩვენ გვაქვს, იქამდე არ დაიწყება პროექტის ისეთი ნაწილების მშენებლობა, როგორიც არის კაშხალი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მოკლე ვადაში შევძლებთ ამ კვლევების მომზადებას. ჩემი აზრით, ამას ექვსიდან რვა კვირამდე დასჭირდება", - განაცხადა მერაბ ლომინაძემ. შეგახსენებთ, ეკონომიკის სამინისტროსთან მიღწეული შეთანხმებით, ასევე შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5 მლნ ლარიანი ფონდი და პროექტის ზედამხედველობისთვის შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო.     http://new.newpress.ge/30290 ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ამ დროისათვის ქუთაისში მიმდინარეობს http://newpress.ge/uploads/all/gallery/infrastruqtura/166725338_373464374075893_3006660193066820932_n.jpg ქუთაისის მერი მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მოადგილე იუზა უგულავასთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ხორავას ქუჩაზე მთლიანად წესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა - კეთდება გზის სავალი ნაწილი, ტროტუარები, სანიაღვრეები. სამუშაოებისთვის 1 260 000 ლარია განსაზღვრული, შპს „ორიენტირი“ ასრულებს. ახალი სკვერი ეწყობა ნიკეას ქუჩაზე. სკვერის ტერიტორიაზე გაშენდება დეკორატიული ნარგავები, მოეწყობა მარტივი ტიპის სპორტული მოედანი, საბავშვო ატრაქციონები, შესაბამისი განათების სისტემა, დაიდგმება ძელსკამები და მოწესრიგდება საპარკე ინფრასტრუქტურა. 235 000 ლარის ღირებულების სამუშაოებს შპს „ნიუ სთაილი“ ასრულებს. ახალი სკვერი აპრილის ბოლოს დასრულებული იქნება. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების რეაბილიტაციის პროგრამით დაწყებულია საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების რეაბილიტაცია. იცვლება კორპუსებში შესასვლელი კარები, წესრიგდება შიდა სივრცეები. სულ 266 სადარბაზოს რეაბილიტაცია იგეგმება, რომლის ბიუჯეტი 970 000 ლარია. „ქალაქის სხვადასხვა უბანში ერთდროულად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებიც დაფინასებულია როგორც ადგილობრივი ბიუჯეტით, ასევე რეგიონული განვითარების ფონდიდან. დღეს რამდენიმე ობიექტზე გავეცანით მიმდინარე სამუშაოებს. გზა კეთდება ხორავას ქუჩაზე, სკვერი ეწყობა ნიკეას ქუჩაზე და ამ უბანს ახალი რეკრეაციული ზონა შეემატება. რეაბილიტაცია უტარდება მრავალბინიანი კორპუსების სადარბაზოებს. ყველა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტი განსაზღვრულ ვადებში დასრულდება“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს. http://new.newpress.ge/30287 ქალების გასაძლიერებლად საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში USAID - მა თიბისისთან თანამშრომლობით გრეის ჰოპერის ჯილდო დააწესა [R] http://newpress.ge/uploads/all/meriis%20reklama/A5-GE.jpg პროგრამა ამერიკელი კომპიუტერული პროგრამისტი ქალის - გრეის ჰოპერის სახელს ატარებს.   USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, თიბისისთან, მაშავის ცენტრთან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით საქართველოში გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს აწესებს. ჯილდოს მიზანია წარმოაჩინოს ადგილობრივი გოგონები და ქალები საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში (ICT) და გამოავლინოს ის ორგანიზაციები, პროგრამები და ინიციატივები, რომლებიც ტექნოლოგიების ინდუსტრიაში გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვნებისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ.      პროგრამა ამერიკელი კომპიუტერული მეცნიერისა და პირველი ამერიკელი კომპიუტერული პროგრამისტი ქალის -  გრეის ჰოპერის სახელს ატარებს.    „დღეს, როდესაც საქართველოში ქალების ჩართულობა ICT სექტორში ასეთი დაბალია, ძალიან მნიშვნელოვანია, ისეთი ინიციატივების განხორციელება, რაც მათ მონაწილეობას ამ სფეროში უფრო გაზრდის.  ამ მიმართულებით გავრცელებულია სტერეოტიპები, გვაქვს როლური მოდელების ნაკლებობა და სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი რატომაც დავაწესეთ გრეის ჰოპერის ჯილდოს პროგრამა. ჩვენი მიზანია, ამ სფეროში უკვე წარმატებული გოგონების და ქალების წარმოჩენა. გვსურს იმ ორგანიზაციებისა და პროგრამების წვლილის აღნიშვნა, რომლებმაც ამ კუთხით პოზიტიურ ცვლილებებს მიაღწიეს.  გვაქვს იმედი, რომ გრეის ჰოპერის პროგრამით, ჩვენ მოტივაციას მივცემთ მეტ გოგონას და ქალს ჩაერთონ ამ სექტორში და ასევე, წავახალისებთ ორგანიიზაციებს, მხარი დაუჭირონ ქალების ამ მიმართულებით გაძლიერებას,“ - აღნიშნავს მარიამ ქობალია, USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ახალგაზრდებისა და გენდერის სპეციალისტი.    „ეს პროექტი პირდაპირ შეესაბამება თიბისის,  როგორც ტექნოლოგიური კომპანიის პრიორიტეტებს, მხარი დაუჭიროს ქალების ჩართულობას ტექნოლოგიებში, განსაკუთრებით კი, ICT სფეროში. მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება მონაწილეობა მივიღოთ ასეთ დროულ წამოწყებაში. ეს შესაძლებლობას მოგვცემს გავაძლიეროთ ქალების ჩართულობა ტექნოლოგიებში და იმედი გვაქვს, რომ მათი მხრიდანაც კიდევ უფრო გაიზრდება ინტერესი ამ მიმართულებების მიმართ მომავალში. გარდა ამისა, გრეის ჰოპერის ჯილდოს პროგრამა უზრუნველყობს მონაწილეების აღიარებას ამ სფეროებში და პარტნიონი ორგანიზაციების ჩართულობით, დაეხმარება მათ პროეფესიულ ზრდას და ბიზნეს პერსპექტივების გაფართოებას,“ - განაცხადა ნიკა ქურდიანმა, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ.    ღია ნომინირებისა და ნომინირებული კანდიდატების ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდეგარი ჟიურის შეფასების შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულებს, გრეის ჰოპერის ჯილდო  შემდეგ კატეგორიებში გადაეცემათ:   მომავლის ლიდერი - 18 - 30 წლის ახალგაზრდა ქალი, რომელიც ცვლილებებს ახდენს ტექნოლოგიების საშუალებით ან/და აქვს ICT სფეროში განსაკუთრებული მიღწევები.    ICT  სფეროს ჩემპიონი - ქალი, რომელიც იკავებს გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციას ICT ინდუსტრიაში, თავისი საქმიანობით არის როლური მოდელი სხვა ქალებისთვის და მოაქვს პოზიტიური ცვლილებები ინდივიდუალურად ან/და ორგანიზაციის ფარგლებში.    ტექნოლოგიური სტარტაპი - დამწყები ტექნოლოგიურ კომპანია, რომელიც დაარსებულია და/ან წარმართავს ქალი/ქალები  და  რომელიც ტექნოლოგიების გამოყენებით ქმნის ინოვაციურ პროდუქტს, მომსახურებს ან ბიზნეს მოდელს.    ქალების გაძლიერების პროგრამა - გამორჩეული პროგრამა, პროექტი ან  ინიციატივა, რომელიც მხარს უჭერს გოგონების და ქალების ჩართულობას ტექნოლოგიების სფეროში.     მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია  - ორგანიზაცია/ინსტიტუტი, რომელიც თავისი საქმიანობით, როგორც ორგანიზაციაში, ისე ორგანიზაციის გარეთ  გენდერულ თანასწორობასა და მრავალფეროვნებას წაახალისებს.    ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგი - ქალი ან მამაკაცი, ვინც შეიტანა წვლილი ქალების გაძლიერებაში, ან ინდივიდუალურად ან ორგანიზაციის ფარგლებში, მათ შორის განახორციელა კონკრეტული ინიციატივები ქალების გასაძლიერებლად და მათი ინტერესების ადვოკატირებისთვის.    გრეის ჰოპერის ჯილდოსთვის  ნომინაციების მიღება  26  მარტიდან დაიწყო და გაგრძელდება 2021 წლის 26 აპრილის ჩათვლით. თითეულ კატეგორიაში გამარჯვებულები, გარდა საჯარო აღიარებისა, მონაწილეობას მიიღებენ სასწავლო ვიზიტში ისრაელში, რომელიც  ხორციელდება მაშავის ცენტრსა და საქართველოში ისრაელის საელჩოსთან თანამშრომლობით. ამას გარდა, თიბისიმ და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ რამდენიმე კატეგორიისთვის სპეციალურ პრიზები დააწესეს.    დამატებითი ინფორმაციისთვის და საკუთარი თავისთვის ან სხვისთვის ნომინაციის გასაკეთებლად, გთხოვთ, ესტუმროთ ვებ. გვერდს: www.ictwomen.ge