|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

საჩხერეში, სოფელ ჭორვილაში არასრულწლოვანმა თავი ჩამოიხრჩო

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში, არასრულწლოვანმა თავი ჩამოიხრჩო. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

17 წლის ბიჭმა თავი სარდაფში ჩამოიხრჩო.

ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა ახლობლები ვარაუდობენ, რომ მოზარდი ინტერნეტთამაშის მსხვერპლი გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დანიშნულია ექსპერტიზები და გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს.

ავტორი: ნიუპრესი