|
  • EUR 1 = GEL 3.756
  • USD 1 = GEL 3.2059
|

სამი დაღუპული და ერთი დაშავებული - მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ხეს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევას ანაკლია-განმუხურის გზაზე მსხვერპლი მოყვა, გარდაცვლილია 3 ადამიანი.

თვითმხილველების თქმით, სწრაფად მომავალი მსუბუქი ავტომობილი ხეს დაეჯახა,  რასაც მსხვერპლი მოყვა. ავტომობილში მყოფი მეოთხე პირის მდგომარეობა მძიმეა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

შს სამინისტრო ინფორმაციას ადასტურებს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ავტორი: ანა ლიპარიშვილი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 40%
უარყოფითად - 50.48%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.52%
სულ - 105 ხმა