|
  • EUR 1 = GEL 4.0322
  • USD 1 = GEL 3.3255
|

საქართველოს დროშა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესია

14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ამ დღეს მიღებულია, რომ მოქალაქეებმა და სახელმწიფო დაწესებულებმა დროშები გამოფინონ, როგორც თავიანთი სიამაყის სიმბოლო.

ხუთჯვრიანი დროშა მე-13 საუკუნით თარიღდება და ის მსოფლიოში სიძველით დანიის შემდეგ მეორე ადგილზეა. 

 ხუთჯვარანი დროშის მთავარი ჯვარი არის მაცხოვრის გამოსახულება და ოთხი ჯვარი - ოთხი მახარობლის გამოსახულებაა, რომლებმაც სამყაროს ოთხივე მხარეს აცნეს მაცხოვრის მოვლინება. 

ამ დროშის საქართველოს მთავარ სიმბოლოდ აღდგენას წინ უძღვოდა ხანგრძლივი კვლევა. სპეციალისტების ინფორმაციით, ამ დროშის ნიმუშები დაცული იყო ევროპულ წიგნსაცავებში, სხვადასხვა პორტოგანებზე იყო გამოსახული, რითაც ევროპულ რუკებზე იყო მონიშნული საქართველო, როგორც უკიდურესი აღმოსავლეთი ქვეყანა, რომელიც აღმართავდა ჯვარს.  ამის იქით უკვე ჯვარი აღარ აღიმართებოდა და პორტოგანი ამითი სრულდებოდა აღმოსავლეთის მხარეს.

შეგახსენებთ, სახელმწიფო დროშის დღე პირველად  2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა, თუმცა კანონი „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა 2004 წლის 14 იანვარს დაამტკიცა.

 

ავტორი: ნიუპრესი