|
  • EUR 1 = GEL 3.964
  • USD 1 = GEL 3.3202
|

საწვავზე გაზრდილი ფასების გასაპროტესტებლად ქუთაისში გზა გადაკეტეს

საწვავზე გაზრდილი ფასები ქუთაისში აქციით გააპროტესტეს. ავტომობილის მძღოლები და აქტივისტები გაორმაგებულ ფასებს აპროტესტებენ და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

მათ ავტომობილებით მსვლელობა მოაწყვეს, სიგნალებით მერიასთან შეჩერდნენ და გზა გადაკეტეს, რასაც ხმაური მოყვა.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და მოქალაქეებს გზის გახსნისკენ მოიწოდებენ.

აქციას პოლიტიკური პარტების წარმომადგენლები შეურთდნენ.

მათი თქმით, ერთ კვირაში საწვავი 15 თეთრით გაძვირდა, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ავტომფლობელებისთვის.

აქციის მონაწილეების აცხადებენ, რომ მათ უკან ბევრი ადამიანი დგას და ყურადღების მისაქცევად მეტნი გამოვლენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?

კი - 82.76%
არა - 13.79%
არ ვიცი - 3.45%
სულ - 29 ხმა