|
  • EUR 1 = GEL 4.068
  • USD 1 = GEL 3.3265
|

სახელმწიფო დროშის დღე ქუთაისში, თეთრ ხიდზე აღნიშნეს

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ქუთაისში, თეთრ ხიდზე, სიმბოლურად ეროვნული დროშა გაიშალა.

დროშა ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრებმა გაშალეს.

სახელმწიფო სიმბოლოების პატივისცემა ადამიანის მაღალ მოქალაქეობრივ თვითშეგნებაზე მიუთითებს და ყველას ვალდებულებაა, დაიცვას და გაუფრთხილდეს მათ.

შეგახსენებთ, სახელმწიფო დროშის დღე საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება. წელს პანდემიის გამო ქვეყაბაში მასობრივი ღონისძიებების გამართვა აკრძალულია. 

ავტორი: ნიუპრესი