|
  • EUR 1 = GEL 4.0322
  • USD 1 = GEL 3.3255
|

შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია იმართება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

პარტიის ,,გირჩი - მეტი თავისუფლება” ორგანიზებულ აქციაში  პოლიტიკური პარტიების წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. 

აქციის მონაწილეების განცხადებით, მიუღებელია შეზღუდვების კიდევ უფრო გახანგრძლივება, რადგან ამით ქვეყანა კიდევ უფრო ღატაკდება, ხოლო ადამიანები შიმშილობის ზღვარზე დგანან.

 აქციის მონაწილეების განცხადებით, შეზღუდვა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რაც აღარ უნდა გაგრძელდეს. 

ავტორი: ნიუპრესი