|
  • EUR 1 = GEL 4.0322
  • USD 1 = GEL 3.3255
|

ირაკლი მაჩიტაძე – საზოგადოებას ვერ ექნება მოთხოვნა ისეთ მედიაპროდუქტზე, როგორიც ჯერ არც უნახავს

20 წელია არ წყდება მოლოდინი დამოუკიდებელი და ობიექტური მედიის არსებობაზე. თუმცა მედიის ობიექტურობა ისეთივე მოუხელთებელი და შეუძლებელი შეიქნა, როგორც ატლანტიდის პოვნა.  მედია, მისი ზოგადი სურათი, ასეთ შთაბეჭდიელებას ტოვებს, რომ იგი ქართული სახელმწიფოს არსებობის ყველა ეტაპზე რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის მხარეს წარმოადგენს; რომ მედიის სტანდარტებს და ღირებულებებს პოლიტიკური ძალები საზღვრავენ და მედიაც ამა თუ იმ ფორმით ემორჩილებდ. ასეთ სივრცეში როგორი შეიძლება იყოს ობიექტური და ღირებულებებზე ორიენტირებული მედიის მომავალი? რამდენად შესაძლებელია ახლო მომავალში საქართველოში დამოუკიდებელი და ობიექტური მედიის არსებობა?

Newpress.ge-ს ესაუბრება რადიო „ძველი ქალაქის“ დირექტორი ირაკლი მაჩიტაძე.

– საქართველოში დამოუკიდებელი და ობიექტური მედიის არსებობას რამდენიმე ფაქტორი უშლის ხელს, მათგან ზოგი დაუძლეველი გარემოებაა, ზოგიც დაძლევადი.

საქართველო პატარა და ამავე დროს საკმაოდ ღარიბი ქვეყანაა, ეს კი სარეკლამო ბაზრის სიმცირეს განაპირობებს, რაც ბევრ მედიას არ აძლევს საშუალებას ჩამოყალიბდნენ ფინანსურად მდგრად ინსტიტუტებად. მნიშვნელოვანია ასევე პროფესიონალიზმის დეფიციტი და პოლარიზებული პოლიტიკური გარემო, რომელიც კიდევ უფრო რთულდება ისეთი საგარეო გამოწვევის პირობებში, როგორიც რუსეთის ფედერაციაა.

აღნიშნული გარემოებები ყველაზე მეტად ტელევიზიების - როგორც ბაზარზე ორიენტირებული, მდგრადი ინსტიტუციების არსებობას აფერხებს. მაშინ როდესაც, მაგალითად რადიო -  გაცილებით ჯანსაღად გამოიყურება, რაც არაერთხელ დადასტურდა კიდეც საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან განხორციელებული მონიტორინგისას. რაც შეეხება პრესას, აქ საქმე კიდევ უფრო ცუდადაა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ბაზარზე ყვითელი, თითქმის მარგინალური გაზეთებია წარმოდგენილი.

შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი ჩემი აზრით იქნებოდა მედიაში საზღვარგარეთული, დასავლური ინვესტიციების შემოსვლა. სწორედ ეს გზა გაიარეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა. იქ თითქმის ყველა სოლიდურ გამოცემას თუ ელექტრონულ მედიასაშუალებას დასავლური (ძირითადად გერმანული) კომპანიები ფლობენ, ისინი ამკვიდრებენ თავიანთ პროფესიულ სტანდარტებს, რაც შემდეგ თამაშის წესი ხდება სხვებისთვისაც. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, საქართველოში, მედიის სექტორში ჯერ არ განხორციელებულა არცერთი, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ინვესტიცია.

 რამდენად ძლიერად არის საზოგადოებიდან მოთხოვნა ობიექტურ ჟურნალისტიკაზე? რეალურად რას ითხოვს ხალხი მედიისგან დღეს?

– საზოგადოებას ვერ ექნება ჩამოყალიბებული მოთხოვნა ისეთი ტიპის მედიაპროდუქტზე, როგორიც ჯერ არც უნახავს. უნდა არსებობდეს რაღაც კუნძულები მაინც, ანუ ისეთი მედიასაშუალებები, რომლებიც პროფესიული სტანდარტების თამასას დაამკვიდრებენ. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს ექნება არჩევანი ობიექტურ დაბალანსებულ, პასუხისმგებლობის მქონე მედიასა და ყვითელ, ქსენოფობიურ, სიძულვილით გაჟღენთილ საშუალებებს შორის. ასეთი კუნძულის როლს წესით საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ასრულებდეს, მაგრამ სამწუხაროდ არ არსებობს პოლიტიკური ნება. არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტს არ უნდა დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებელი, როდესაც დამოუკიდებლობაზე საუბრობენ, გულისხმობენ, მათი პოლიტიკური ინტერესების გამტარებელ მაუწყებელს და არა მართლა დამოუკიდებელს.

– მედია მოძალადეა ( კულტურაა ზოგადად მოძალადე), იგი თავს გვახვევს რაღაც იდეოლოგიებს, შეხედულებებს, გვისაზღვრავს პრიორიტეტებს და .. თანაც ეს ისე ხდება, რომ თავსმოხვეული ჩვენი საკუთარი ნააზრევი გვგონია. როგორ შეიძლება ამისგან გათავისუფლება.? თუ ეს უშედეგოა?

– გამოსავალი საზოგადოების განათლების დონესა და კულტურაშია. თავისი ლომის წილი განათლების სისტემამ უნდა შეასრულოს, ახალგაზრდებმა პირველ რიგში კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები უნდა გამოიმუშაონ, უნდა შესძლონ ფაქტების და თვალთახედვების ერთმანეთთან დაპირისპირება. არის ტრადიციული მედია, არსებობს ინტერნეტი, არსებობს ინფორმაციის უამრავი ალტერნატიული წყარო, თუნდაც სოციალური ქსელები. კრიტიკული აზროვნების მქონე, დაკვირვებული და მოტივირებული ადამიანი შეძლებს არ აღმოჩნდეს გამზადებული კლიშეებისა და დაშტამპული შეხედულებების ტყვეობაში.

– მედია ხშირად კრიტიკის ქვეშ ექცევა, მას აკრიტიკებენ მემარჯვენე თუ მემარცხენე პოზიციებიდან და ა.შ. სად არის რეალურად მედიის ადგილი?

– მსოფლიო იცნობს უამრავ ავტორიტეტულ მედიასაშუალებას, რომლებიც ამა თუ იმ ღირებულებებისაკენ იხრებიან. ამას ვერსად გავექცევით, როგორც ამბობენ ნებისმიერი ობიექტივიზმი, ესაა პატიოსანი და პასუხისმგებლობით გამსჭვალული სუბიექტივიზმი. ასე რომ მედიის ადგილი ყველგანაა, მარცხნივაც, მარჯვნივაც, ცენტრშიც, მთავარი მრავალფეროვნებაა და რა თქმა

ავტორი: ეკა კუხალაშვილი