|
  • EUR 1 = GEL 4.068
  • USD 1 = GEL 3.3265
|

ზელიმხან უძილაური – კათალიკოსი რელიგიის მატერიალიზაციის დიდოსტატია, მას ეს გამოჰყვა საბჭოთა ეპოქიდან

ისლამი და ქრისტიანობა, მათი ურთიერთობა, თანაცხოვრება – მნიშვნელოვანი საკითხი და პრობლემა მთელი მსოფლიოსთვის. ამ პრობლემამ იჩინა თავი საქართველოშიც. საქართველოში, სადაც მოსახლეობის 10% მუსულმანია. როგორ შეიძლება რელიგიის და რელიგიების პრობლემების მოგვარება?  რა გამოცდილება არსებობს სხვა ქვეყნებში ამ მიმართულებით? რამდენად შეიძლება მართლმადიდებლური ფუნდამენტალიზმის პრობლემის მოწესრიგება საქართველოში?  

აღნიშნულ საკითხებზე საუბრობს რელიგიათმცოდნეობის მაგისტრი, ტუბინგენის უნივერსიტეტის დოქტორანტი ზელიმხან უძილაური.


– როგორ მოვაგვაროთ  რელიგიის პრობლემები ?

– თავიდან განვიზრახე, რომ საკითხისთვის შორიდან მომევლო და რელიგიათმცოდნეობის ერთი ბრემენელი პროფესორის ციტატით დამეწყო:

რელიგია ბრუნდება და ყველგან, სადაც სამართლებრივი კონტროლი მოსუსტებულია, ის თავის მხეცურ სახეს წარმოაჩენს!“

მაგრამ ასეთი დასაწყისი გადავიფიქრე!

რადგან დამჭირდებოდა ათასგვარი თავისმართლებანი,თვით რელიგიასაც, როგორც ზოგადადამიანურ სწრაფვას უსასრულობისაკენ, უნდა გამოვსარჩლებოდი, რელიგია ამბივალენტურიაო, მრავალდიმენსიონალურიო და ..

ნაცვლად ამისა, დავიწყებ იმ ახალი თეოლოგიური მოვლენით, რაც ერთდროულად გერმანიის რამდენიმე უნივერსიტეტში ხდება, ინერგება და მიმდინარეობს. კერძოდ კი, ისლამური თეოლოგიის შემოღებით...თუბინგენში (Tübingen) ამ ორიოდე წლის წინ ევანგელური თეოლოგიის ფაკულტეტზე განათავსეს ეს ახალი საუნივერსიტეტო სპეციალობა. ისლამური თეოლოგიის ცენტრები სადღეისოდ მოქმედებენ ფრანკფურტის, მუნსტერის, ნუნბერგის უნივერსიტეტებში.სახელმწიფო უნივერსიტეტებმა ითავეს იმამებისა და ისლამის მასწავლებლების მომზადება...

აღსანიშნავია, რომ .. ისლამის შტუდიები ადრეც არაერთ უნივერსიტეტში მოქმედებდა და მოქმედებს, გერმ. Islamkunde. მაგრამ ეს იყო რასაკვირველია ისლამური სამყაროს,რელიგიის და კულტურის გარე-პერსპექტივიდან შესწავლა, კულტუროლოგიის ფარგლებში, ჩვენებურად რომ ვთქვათ, "საერო" დანიშნულებით და მეთოდოლოგიით! პირადად არაერთ არაბ თუ თურქ სტუდენტს ვიცნობ, რომლებიც ამ საგნის შესასწავლად ჩამოვიდნენ გერმანიაში. „ისლამური თეოლოგიაკი სულ სხვაა, თვისობრივად ახალი ნაბიჯია, რადგანაც იგი მრწამსზეა ორიენტირებული...აქ და ამჯერად შიდაპერსპექტივის აკადემიური კანონები მოქმედებს...

ამ თვისობრივად ახალი საგნის აკადემიური მოწყობისმოწვეული პროფესორების თუ სწავლების პროცესის, მომხრე-მოწინააღმდეგეების თუ ღირსება-ნაკლოვანებების შეფასება არაა ამჯერად ჩვენი მიზანი და თვალსაწიერი. ამის დროც დადგება.

ამჯერად მხოლოდ როგორც  ფაქტს, აკადემიურ გადაწყვეტილებას ვიუწყები.ახლო მომავალში პირადად ვეწვევი ამ საგნის ცენტრს უნივერსიტეტში და მის მესვეურებს შევხვდები...

მთავარია, რომ ასეთი იყო გერმანული აკადემიური ნება და თუ გნებავთ, პოლიტიკური გადაწყვეტილება. რასაკვირველია, ეს ათეულობით მილიონ

ავტორი: ეკა კუხალაშვილი