|
  • EUR 1 = GEL 3.8158
  • USD 1 = GEL 3.2285
|

გოგი წულაია ვანის, ხონის, სამტრედიისა და წყალტუბოს ოლქში - ვინ სად დაასახელა "თავისუფალმა საქართველომ"?

პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ იმერეთში მაჟორიტარი დეპუტატობის და ქუთაისის მერობის კანდიდატი წარადგინა.

პარტიის სახელით ვანის, ხონის, სამტრედიისა და წყალტუბოს ოლქში გოგი წულაია იბრძოლებს, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ექიმი ელგუჯა ხიშტოვანია, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის კანიდატია მურმან ნებიერიძე.

დღესვე წარადგინეს ქუთაისის მერობის კანდიდატი გაგა გოგრიჭიანი.

კახა კუკავამ პარლამენტის ყოფილ შენობასთან შეკრებილ მხარდამჭერებს პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნო.

მისი თქმით, ქუთაისთან დაკავშირებით მათ აქვთ გაცხადებული პოზიცია და ეს გულისხლობს, რომ პარლამენტი უნდა დაბრუნდეს ქუთაისში და ის გახდეს მეორე დედაქალაქი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 38.05%
უარყოფითად - 52.21%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.73%
სულ - 113 ხმა