|
  • EUR 1 = GEL 3.756
  • USD 1 = GEL 3.2059
|

თბილისი-ზუგდიდის რეისზე 21 ივლისს ისტორიკოსი გიორგი კალანდია გიდი იქნება [R]

თბილისი-ზუგდიდის რეისზე 21 ივლისს ისტორიკოსი გიორგი კალანდია გიდი იქნება, ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

„21 ივლისს, თბილისი-ზუგდიდის მატარებელში მგზავრების გიდი გიორგი კალანდია იქნება. საქართველოს რკინიგზა შიდა ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით, მგზავრებს საქართველოს სხვადასხვა მხარეში საინტერესო ადგილების აღმოჩენაში დაეხმარება. პირველი გზამკვლევი გიორგი კალანდია იქნება.  21 ივლისს, მატარებელში იქნება გადაღების პროცესი. გიდის მიერ მოთხრობილ ამბებზე საქართველოს რკინიგზა საინფორმაციო ვიდეო რგოლს მოამზადებს.

ბედნიერ და საინტერესო მგზავრობას გისურვებთ! - საქართველოს რკინიგზა“, ნათქვამია განცხადებაში

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 40%
უარყოფითად - 50.48%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.52%
სულ - 105 ხმა