|
  • EUR 1 = GEL 4.0709
  • USD 1 = GEL 3.4235
|

თბილისში, ხვალ დაგეგმილ აქციას ქუთაისიდან აქტივისტები შეუერთდებიან

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის წარმომადგენლები პარასკევს, თბილისში დაგეგმილ აქციას უერთდებიან და ქალაქის ცენტრში განთავსებულ კარავს რუსთაველის გამზირზე გადაიტანენ. ამის შესახებ განცხადება პარტიის წევრმა გიგა შუშანიამ გააკეთა.

მისი თქმით, კარავს დღეს დაშლიან, ხვალ კი, დილით აქტივისტები კი სპორტის სასახლიდან თბილისისკენ ორგანიზებულად გავლენ.

ქუთაისის ორგანიზაცია უერთდება მოთხოვნას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშორებით.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი