|
  • EUR 1 = GEL 3.5366
  • USD 1 = GEL 3.1761
|

ტყიბულში დედის მიმართ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

 ტყიბულში 70 წლის დედაზე ძალადობის ბრალდებით 50 წლის მამაკაცი დააკავეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა შენიშვნის გამო დედას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
როგორც დაკავებულის დედა ეთერ გიორგობიანი აცხადებს, შვილმა ხელი გაარტყა, ცუდად გახდა, გამოიძახეს სასწრაფო და ადგილზე პოლიციაც მოვიდა.
ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი აგრესიული იყო პოლიციის მიმართაც და მისი დაკავება დედამ მოითხოვა.
როგორც ეთერ გიორგობიანი აცხადებს, თავადაც ნასვამი იყო და შემდგომი დაპირისპირების შეეშინდა. მამაკაცი ქუთაისში წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო.
 

დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი:

უნდა აღდგეს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა?

დროა - 75.76%
ჯერ ადრეა - 16.67%
მთავრობამ უკეთ იცის - 7.58%
სულ - 66 ხმა