უახლოეს დღეებში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი
უახლოესი დღეებში საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა, ნალექი, ზოგან ძლიერი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19-20 იანვარს უმეტესად თოვლის სახით, მთაში ზოგან ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.
19-22 იანვარს ღამის საათებში კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსები, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავები დააზიანოს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?
კი - 86.96%
არა - 13.04%
არ ვიცი - 0%
სულ - 23 ხმა