|
  • EUR 1 = GEL 4.068
  • USD 1 = GEL 3.3265
|

ვინ განკარგავს დიალიზის პროგრამას? -ჯანდაცვის სამინისტრო კორუფციულ სკანდალში ეხვევა

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო კორუფციულ სკანდალში ეხვევა.   სააგენტომ დიალიზის პროგრამის განკარგვა ისეთ კომპანიას დაავალა, რომლის  ერთ-ერთი მფლობელიც ამავე საქმიანობაში კორუფციული დანაშაულისათვის 10 წლის წინ არის ნასამართლევი. ინფორმაციას ტვ პირველი ასაჯაროებს. 

ამ ინფორმაციის თანახმად, სააგენტომ "ვია დისტრიბუციას" 1 600 000 ლარის სადიალიზე მასალის განკარგვა დაევალა. ხელშეკრულება ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, გამარტივებული ტენდერის საფუძველზე გაფორმდა. ამ კომპანიის ერთ-ერთი მეწილე რევაზ ანთიძეა, რომელიც 10 წლის წინ სწორედ დიალიზის პროგრამის კორუფციული სქემებით განკარგვის შედეგად 14 მილიონი ლარი გაფლანგაში არის ბრალდებული. ფაქტი მაშინდელმა კონტროლის პალატამ გამოავლინა.  კომპანიას "ვია ვიტა" ერქვა. ფაქტს ადასტურებს  მაშინდელი კონტროლის პალატის ხელმძღვანელი ლევან ბეჟაშვილი და აცხადებს, რომ  ქვეყანაში კორუფციული გარემო "ჯიგრულ პონტში" წახალისებულია და ჯანდაცვის საგენტოს მიერ ხელშეკრულება კორუფციული ინტერესით არის გაფორმებული. 

კორუფციის მკვლევარების განცხადებით, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ტიკარაძის უწყებამ სწორედ ამ მიზნით შექმნა, რომ მას კორუფციული სქემებით განეკარგა ამ სფეროსათვის გამოყოფილი მილიონები.  სააგენტო რამდენიმე თვის წინ შეიქმბნა და  მას რამდენიმე აასეული მილიონის განკვარგა დაევალა.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი