|
  • EUR 1 = GEL 3.6402
  • USD 1 = GEL 3.0737
|

"ვირუსი, რა თქმა უნდა, თავის ხასიათს იცვლის" - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე  ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ვირუსის გამოვლენა და სიმძიმე მეტ-ნაკლებად დაკლებულია. მისი თქმით, შესაძლოა, ვირუსმა შემოდგომაზე ხასიათი შეიცვალოს.

„რაც შეეხება კლინიკურ სიმძიმეს, ვირუსი, რა თქმა უნდა, თავის ხასიათს იცვლის. მას აქვს სხვადასხვანაირი გამოვლინება. მისი სიმძიმე დღეს მეტ-ნაკლებად დაკლებულია. ეს არ ნიშნავს, იმას, რომ შემოდგომაზეც მას ექნება იგივე გამოვლენა, სავსებით შესაძლებელია რომ ვირუსი კვლავ შეიცვლის თავის გამოვლენის თვისობრიობას და ასევე სიმძიმის მახასიათებლებს. რაც შეეხება რა რაოდენობას ველოდებით და რა მასშტაბის იქნება ვირუსის გამოვლენა, ეს სრულად არის დამოკიდებული ჩვენი მოსახლეობის მზაობაზე და ასევე მათ დამყოლობაზე როგორ ითანამშრომლებენ ისინი ეპიდემიოლოგებთან. ასევე როგორ შეასრულებენ ყველა იმ მითითებას, რომელიც მოწოდებულია ჯანმოსა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ რეკომენდაციებს დავიცავთ, შევძლებთ, რომ მეორე ტალღა მსუბუქად დავძლიოთ. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რისკები მატულობს. ჩვენ ვემზადებით ჰოსპიტალურ სექტორში,“ - განაცხადა ტიკარაძემ.

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 45.45%
უარყოფითად - 46.97%
მიჭირს პასუხის გაცემა - 7.58%
სულ - 66 ხმა