|
  • EUR 1 = GEL 3.8158
  • USD 1 = GEL 3.2285
|

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში არქეოლოგებმა ნაქალაქარი აღმოაჩინეს

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაქალაქარი აღმოაჩინეს. არქეოლოგების თქმით, მსგავსი ქალაქის ტიპის დასახლება იმერეთის მასშტაბით პრაქტიკულად არ გვხვდება.

გათხრების შედეგად აღმოჩენილია უნიკალური მარანი ათი ქვევრით, ნაგებობის კედლები, კერამიკის ნიშნები, მათ შორის მოხატული კერამიკა და ლითონის ნივთები.

მეცნიერების თქმით, აღმოჩენა მე-11 - მე-12 საუკუნეებს ეკუთვნის.

სოფელ ითხვისში დღეს ჭიათურის მერი გივი მოდებაძე იმყოფებოდა. სოფელ ითხვისში აღმოჩენილი ნივთები ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში განთავსდება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 38.05%
უარყოფითად - 52.21%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.73%
სულ - 113 ხმა