წვიმა, თოვა, ნისლი და ქარბუქი - მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
14-16 იანვარს, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელი ძლიერი ნალექები მთიან ზონებში ზვავების ფორმირებას და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას გამოიწვევს.
როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, საქართველოს ცალკეულ მდინარეებზე წყლის დონემ შესაძლებელია საშიშ ნიშნულებს მიაღწიოს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა აღდგეს თუ არა COVID-19 გამო შეჩერებული საქალაქო ტრანსპორტის მუშაობა?
კი - 52.56%
არა - 41.03%
არ ვიცი - 6.41%
სულ - 78 ხმა