|
  • EUR 1 = GEL 4.0709
  • USD 1 = GEL 3.4235
|

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ჟურნალისტებს გადაადგილების უფლებას არ აძლევენ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის შესასვლელთან პოლიცია ჟურნალისტებს გადაადგილების უფლებას უზღუდავს. ადგილზე ცენტრალური ტელევიზიების რეგიონალური კორესპოდენტები იმყოფებიან, რომელთაც ვერ უსაბუთებენ, რა მიზეზით შეიზღუდა მათი გადაადგილების უფლება.

ჟურნალისტები სავარაუდო დანაშაულის ადგილზე მისვლას ცდილობენ.

სავარაუდო დანაშაული შეზღუდვის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრით არის მოშორებული.

ავტორი: ნიუპრესი