|
  • EUR 1 = GEL 3.8158
  • USD 1 = GEL 3.2285
|

წყალტუბოში მოსახლეობამ "ნამოხვანჰესის" მშენებლობის დაწყება აქციით გააპროტესტა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ნამოხვანჰესის მშენებლობის დაწყება ადგილობრივებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. ისინი მიმდინარე სამუშაოებს და კლდის აფეთქებას ეწინააღმდეგებიან.

მოსახლეობის თქმით, კომპანიამ მშენებლობა ნებართვის გარეშე დაიწყო, ამიტომ ნამოხვანის მოსახლეობა შიშობს, რომ ჰესი საფრთხეებს შეუქმნის, როგორც მათ სოფელს, ასევე დასავლეთ საქართველოს.

ისინი მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ. მათ დღეს შემთხვევის ადგილზე, ასევე განაცხადეს, რომ ნარჩენები უშუალოდ მდინარე რიონში იყრება.

"დაიწყო ჰესის მშენებლობა, აფეთქებენ კლდეს და ნარჩენებს უშუალოდ მდინარეში ყრიან. ეს პროექტი საფრთხეს გვიქმნის, მოვითხოვთ, გვაჩვენონ ნებართავა და არ გვაჩვენებენ. პასუხსაც არ გვცემენ. დღეს, უბრალოდ გამაფრთხილებელი შეკრება იყო, თუ არ შეჩერდება სამუშაოები, პროტესტი გაგრძელდება, გზას გადავკეტავთ და არავის გავატარებთ"-აცხადებენ ადგილობრივები.

ნამოხვანჰესის მშენებლობას "ენკა რინიუებლზის" ახორციელებს. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ირინა პეტრიაშვილის თქმით, მათ აქვთ შესაბამისი ნებართვა და მოსამზადებელი სამუშაოები ნებართვით ხორციელდება. კომპანიაში არ იზიარებენ მოსახლეობის შიშებს საფრთხეებთან დაკავშირებით, ამბობენ, რომ უსაფრთხოების ზომები დაცულია, თუმცა ადასტურებენ, რომ ჩანჩქერი წყლით დაიფარება.

მათი ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში 20 კილომენტრიანი შემოვლითი გზა მოეწყობა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 38.05%
უარყოფითად - 52.21%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.73%
სულ - 113 ხმა